ამერიკულმა ინდი ბენდმა “The National”- მა რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო მოსკოვში, პეტერბურგში და კიევში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. ამის შესახებ ჯგუფმა განცხადება რამდენიმე საათის წინ თავიანთ  Facebook-ის გვერდზე გააკეთეს. “ჩვენ ძველებურად იმედს ვიტოვებთ, რომ ჩამოვალთ და დავუკრავთ თქვენთვის მომავალში და დარწმუნებულები ვართ რომ კრიზისს დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით მოაგვარებთ.”- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებამ ჯგუფის ფანებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი მუსიკოსების გადაწყვეტილებას ამართლებდა, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის პარალელის გავლება და ორივე ქვეყანაში ერთი და იმავე მიზეზით უარი თქმა კონცერტზე არასწორია, ვინაიდან შექმნილ კრიზისში ამ ორ ქვეყანას განხსხვავებული წვლილი მიუძღვით და სხვადასხვა როლები აქვთ.

The_National

ჯგუფი ამჟამად ტურნეს ამერიკაში მართავს.

 

Leave a Reply