ვიქტორია სოროჩინსკი უკრაინული სოფლების რეალობის ასაღწერად თავისი დიდი ბებიის მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ის, რაც ფოტოგრაფის კამერაში მოხვდა, ნათელ სურათს იძლევა სოფლებისას, რომლებიც ძირითადად მოხუცების ანაბარაა დატოვებული, სადაც სიღარიბე ჩვეულებრივი მოვლენაა და სადაც მოწყენილობაში ატარებენ ადამიანები ცხოვრებას. ფოტოგრაფის მიზანია ხალხის იმ ფუნქციურ ცვლილებებზე ყირადღების მიქცევა, რაც განიცადა უკრაინულმა სოფელმა ბოლო პერიოდში.file (1)

“საუკუნეების განმავლობაში, მითების, გადმოცემებისა და ლეგენდების მიხედვით, სოფელი იყო ის ადგილი, სადაც დაცული იყო სახალხო სიბრძნე, სადაც ადამიანები შეუსვენებლად მუშაობდნენ და კაპიტალს ქმნიდნენ, დღეს კი მსგავსი არაფერი ხდება. როცა იმ სოფელში ჩავედი ბევრი წლის შემდეგ, სადაც ბავშვობაში მთელი ოჯახი ზაფხულს ვატარებდით ხოლმე, გაოგნებული დავრჩი, როგორი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა იქაურობა. ამ უსიცოცხლობამ ერთის მხრივ თავზარი დამცა, მეორეს მხრივ მივხვდი, რომ მალე შეიძლება ისიც აღარ იყოს, რასაც მე ვხედავ. სახლები ინგრევა, მოხუცები სიკვდილს ელოდებიან და მივხვდი, რომ უნდა გადამეღო ის, რაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო”  – ყვება ვიქტორია.

file (2)

ვიქტორიამ ბებიის სოფლის გარდა სხვა უკრაინულ სოფლებშიც იმოგზაურა, თუმცა ძნელი გასარჩევია მისი ფოტოებიდან, რომელი სად არის გადაღებული, იმდენად მსგავსია რეალობა.

უკრაინის შემდეგ ფოტოგრაფმა პროექტი სოფლებზე, სადაც არავინ ბრუნდება ჩინეთში გააგრძელა. მიუხედავად იმისა რომ ჩინური სოფლები უფრო ხალხმრავალია და კადრში ბავშვებიც გვხვდებიან, რეალობა იქაც მძიმეა. სიღატაკე, რომელიც ყველა ფოტოდან იყურება, ფაქტობრივად ვიქტორიას ფოტოების მთავარი გმირია.

file (3)

file (4)

file (5)

file (6)

file (7)

file (8)

file (9)

file (10)

file (11)

file (12)

file (13)

file (14)

file (15)

file (16)

file

Leave a Reply