ნაჭრის ქალაქი

ავსტალიელმა ფოტოგრაფმა, კლერ მარტინმა გადაიღო კალიფორნიის მახლობლად არსებული მარგინალური დასახლება, სადაც თავს იყრიან უსახლკაროები, ფსიქიურად დაავადებული, აივ ინფექციის მატარებელი, ნარკოდამოკიდებული და სხვა ასოციალური ჯგუფის წარმომადგენლები. d8818c1e.fit705xNone.07

აქ მოდიან მარტო და  მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად, ცხოვრობენ ბარაკებში და ღია ცის ქვეშ, აკოწიწებენ საცხოვრებლად აუცილებელ ნივთებს და მათი სიჭარბის შემთხვევაში ცდილობენ სხვებს მიყიდონ, იშვიათად, მაგრამ ყავთ შინაური ცხოველები. სლებ სითი ჩვეულებრივი კომუნაა, რომლის ყველა ბინადარი გარკვეულ წესებზეა შეთანხმებული და სწორედ ამ წესების მიხედვით მიდის მათი ყოფელდღიურობა.

შხაპი მინერალური წყლებზე

შხაპი მინერალური წყლებზე

მარტინის ნამუშევრების მიღმა ადვილია კარგი დოკუმენტალისტის გარდა ამოიცნო სოციალურად მგრძნობიარე ადამიანი. კლერი ფოტოგრაფიამდე სოციალური აგენტი იყო და მისი პირველადი პროფესია თავს იჩენს როგორც მისი ნამუშევრების თემატიკაში, ასევე ესთეტიკის შექმნაში. სლებ სითიში გადაღებული სერია ღრმა პროფესიონალიზმით არის გადაღებული, სადაც ყველანაირი დისკრიმინაციისა და სისუსტეებზე აქცენტის გარეშე მკაფიოდ ჩანს ადგილი, რომელიც ზოგისთვის სამყაროს ფსკერია, ზოგისთვის თავისუფლების კუნძული, მისი ბინადრების უმეტესობისთვის კი სახლია, ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულია არსებობა. af4f4694.fit705xNone.03

მარტინი დროის ძირითად ნაწილს ლოს ანჯელესსა და ავსტალიას შორის ატარებს. არის ავსტალიური ფოტოდოკუმენტალისტების გაერთიანება “Oculi”-ს წევრი. მისი ფოტოებით ერთნაირი წარმატებით ინტერესდებიან როგორც ამერიკული, ისე ავსტალიური მსხვილი გამოცემები. 75fe9b57.fit705xNone.04 10122ff6.fit705xNone.10 a8d6bb44.fit705xNone.08 ebf332a7.fit705xNone.01

Leave a Reply