1 მაისს ფოტოფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო 2014″ დაიწყება და 8 მაისამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ინდივიდუალური და ჯგუფური გამოფენები და ვორქშოფები გაიმართება. ფოტოფესტივალი  20:00 საათზე, სასტუმრო „ROOMS“-ის ტერიტორიაზე “საერთაშორისო ფოტოკონკურს „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების გამოფენითა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნება. 

წელს ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას ფოტოხელოვან ჯემალ კასრაძეს გადასცემს. „ქოლგა თბილისი ფოტო 2014-ის“ ეგიდით ჯემალ კასრაძის რჩეული ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, სახელწოდებით  “საქართველო 80-90-იან წლებში”.

get_img

გამოფენის გარდა, „ქოლგა თბილისი ფოტო“ 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენას. წარმოდგენილი იქნება ნათან დვირის (აშშ), კლაუდიო კამბონის (იტალია), ადამ პანჩუკის (პოლონეთი), ფაუსტო პოდავინის (იტალია), დირკ გებჰარდტის (გერმანია), დინა ოგანოვას (საქართველო), ირმა შარიქაძის (საქართველო) და თანამედროვე ქალი ფოტოგრაფების რჩეული ნამუშევრები.

პოლონელი არტისტების პროექტი „აღმოსავლეთ ევროპის ქუჩის ფოტოგრაფიის შესახებ “Eastreet” და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრები “ევრომაიდნის” შესახებ ფოტოფესტივალის სტუმრები იქნებიან. წელს ქოლგა „National Geographic საქართველოს“ გამოფენას „2013 წელი ფოტოებით“ უმასპინძლებს.

საერთაშორისო ფოტოფესტივალზე 7 უორქშოფი მოეწყობა, რომლებსაც საერთაშორისო ფოტოექსპერტები ჩაატარებენ. აღნიშნულ ღონისძიებას „ბრიტანეთის საბჭო საქართველო“ და ისრაელის საელჩო უჭერენ მხარს. უორქშოფებზე დასწრება თავისუფალია.

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მეცამეტედ ტარდება. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 38-მდე  ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო, საუკეთესო  ფოტოები კი 5 000-მდე ფოტოდან შეირჩა.

2 Responses

  1. salome tabatadze

    misamarti shegidzliat dawerot zustad sad iqneba?

    Reply

Leave a Reply