7 მაისს თბილისის აბრეშუმის მუზეუმი ავსტრალიელი ვიზუალური არტისტის, ფიონა დევისის გამოფენას უმასპინძლებს. ფიონას  გამოფენა „სისხლი აბრეშუმზე“ ნაწილია პროექტისა, რომელიც მეცნიერებას, მწერლობასა და ხელოვნებას აერთიანებს. არტისტი მთელს მსოფლიოში ეძებს აბრეშუმის მუზეუმებს (რომლებიც არც თუ ისე ბევრია), საკუთარი ნამუშევრების გამოსაფენად. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა რამდენიმე ქვეყანაში. გამოფენა 7 მაისს, 19 საათზე გაიხსნება, 8 მაისს კი მუზეუმშივე გაიმართება შეხვედრა ხელოვნებათმცოდნეებთან და კურატორებთან, 10 მაისს კი ვორკშოპი ჩატარდება სტუდენტებისთვის. აბრეშუმი საოცარი მასალაა – მისგან მშვენიერი ქსოვილიც მზადდება და ინტენსიური თერაპიისათვის გამოსადეგი უვნებელი ბიოჩიპიც.  ათასწლეულებია ადამიანი იცნობს აბრეშუმს, მაგრამ თურმე ბევრი აღმოჩენა კიდევ წინაა.

01
ისტორიული აბრეშუმის გზის შესახებ ყველამ რაღაც ვიცით. თუ როგორ აკავშირებს მას მხატვარი დღევანდელობასთან, სისხლთან, ორგანოებით ვაჭრობასთან – ამაზე თავად არტისტი საუბრობს ჩვენთან.

გამოფენის პარტნიორია DKC დავით კოდუას კლინიკა –  მათი ლაბორანტები გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, სისხლის ჯგუფს და რეზუსს დაუდგენენ.

02

03

04

05

06

07

08

09

10

11

12

13

About The Author

Freelancer ფოტოგრაფი. ვმუშაობ კომერციულ, კონცეპტუალურ და Street Style ფოტოგრაფიაში. აქ ჩემი გადაღებული Street Style ფოტოები ქვეყნდება, რასაც თბილისის (და შეძლებისდაგვარად ბათუმის) ქუჩებში ვიღებ. კვირაში 4-5 დღე, დღეში 3-5 საათი ფეხით დავდივარ თბილისის სხვადასხვა უბნებში, მაგრამ ამ ფოტოთა უმეტესი ნაწილი ერთ-ორი უბნის ქუჩებშია გადაღებული. Street Style ფოტოების გადაღების ჩემეული პრინციპი მარტივია, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერი, ფორმა, ფაქტურა და ამ კომპონენტების პიროვნებასთან შეხამება.

Leave a Reply