თბილისის მოდის კვირეული 6 მაისს გაიხსნა და 10 მაისამდე გასტანს.   საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს, სადაც  სპეციალურად კვირეულისათვის მოწყობილ სივრცეში, ჩვენებებთან ერთად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება. გახსნის დღეს კვეირეულმა ორ ჩვენებას უმასპინძლა: ატელიე „კიკალამ“ და გოლა დამიანმა (დალოოდ ჯგუფი)  შემოდგომა/ზამთრის 2014-15 წლის კოლექციები წარადგინეს.

კვირეულის ფარგლებში ოცამდე მეტი  ჩვენება მოეწყობა:  ავთანდილი, მოდის სახლი „მატერია“, დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი,Ramone by Ramazo Roma, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, თეონა გარდაფხაძე და Salle de Mode.

უკვე სახელგანთქმულ დიზაინერებთან ერთად, მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან: წინა წლის საუკეთესო დამწყები დიზაინერი მარიამ მახარაძე, მარიამ გვასალია, MACH & MACH და დიანა ქვარიანი, რომლის ჩვენებაც კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება.

10 მაისს დამწყებ დიზაინერთა კონკურსი გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. მათ შორის, იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და  სერენა ტოფეტი, რომლებიც გამარჯვებულ ნიუქამერს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები სასტუმროში „ჰოლიდეინ ინნ“, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან.
10178270_10201087520109882_1206969891_n

10318563_10201087520189884_1384332240_n

10318761_10201087520309887_1590334905_n

10335761_10201087521429915_1501989040_n

10344931_10201087520229885_210767850_n

10345121_10201087521549918_1783033528_n

DSC_7311

DSC_7327

DSC_7334

DSC_7351

DSC_7363

DSC_7385
ფოტო: გურამ კაპანაძე 

Leave a Reply