თბილისის მოდის კვირეულის მეორე დღე შედარებით უფრო დატვირთული და სანახაობრივი იყო. ვარდების ბაღში ახალგაზრდა მარიამ გვასალიას და უკვე წარმატებული დიზაინერის აკა ნანიტაშვილის ჩვენებები გაიმართა. მარიამი, რომელიც ფეხსაცმლის ულამაზეს დიზაინს ქმნის, არანაკლები პროფესიონალიზმით ეპყრობა სამოსის შექმნას. პასტელური ფერები, სპორტული სტილის პიჯაკები, ტყავის დეტალები და მოკლე ბლუზები, მარიამ გვასალია შემოდგომა-ზამთრის კოლექციის მთავარი შტრიხებია.

რიგით მეორე ჩვენება აკა ნანიტაშვილმა გამართა. ტრადიციულად ქალური და დახვეწილი სტილი. მარგალიტებით გაფორმებული უნაზესი სამოსი და არქიტექტურული პრინტის მატერიები.

DSC_8087

DSC_8092

DSC_8166

DSC_8218

DSC_8228

 

დღის ბოლო ჩვენება კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოიეში გაიმართა. ახალგაზრდა დიზაინერმა დიანა ქვარიანმა შემოდგომა ზამთრის კოლექციაში გრძელი პალტოები და ქალი სილუეტის ამსახველი ულამაზესი სამოსი წარმოადგინა.

kvariani6

ფოტო: გურამ კაპანაძე

Leave a Reply