Spotlight, რომელიც პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, ახალი ენერგიით უბრუნდება აუდიტორიას. ამჯერად ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება და მას გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია უმასპინძლებს. პროექტის უცვლელი ორგანიზატორია Marketer.ge, პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი ბიზნესზე.

“Spotlight 2014 მის წინამორბედთან შედარებით ბევრად მასშტაბური სახის იქნება, ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და დასწრების სურვილი. სწორედ ამიტომ, წელს Spotlight-ს 300 დელეგატი ეყოლება.” – ამბობს ნინო ახალაია, პროექტის მენეჯერი.

poster1

რაც შეეხება ახალი Spotlight-ის სპიკერებს, ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ როგორც მარკეტერში აცხადებენ, ძალიან მალე ეს ინფორმაციაც გახდება ცნობილი და www.spotlight.ge-ზე გამოქვეყნდება.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები 20 მაისიდან Biletebi.ge-ზე გაიყიდება და ფასი 25 ლარიდან დაიწყება, ეს ნებისმიერ მსურველს მისცემს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას. ეს სიახლე სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა აუდიტორიისათვის, რომელიც ასე მოუთმენლად ელოდა პროექტის გაგრძელებას.

ღონისძიების სპონსორები არიან  კომპანია “ACT” და სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”, მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია,   პარტნიორები OTO|DEV, LIG Studio და REMBOW, მხარდამჭერები კი კასტელი, Diefenbach და Mymaika.ge.

ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია ჩვენი ჟურნალი, შესაბამისად, ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როგორც ჩვენთან, ასევე პროექტის  Facebook-ის გვერდზე.

Spotlight-logo

 

Leave a Reply