Sea of Love or Spring fest

11მაისს CES-ის ორგანიზებით (ვინც არი იცის ეს არის, გეტყვით რომ ეს არის დიზაინის, აუდიო და ვიდეო ხელოვნებისა და მუსიკის სკოლა) თბილისის საიალქნო კლუბში გაზაფხულის ფესტივალი გაიმართა კარგი მუსიკით, ქუჩის არტით და საინტერესო სტუმრებით გაჯერებული. მოსამზადებელმა ეტაპმა დაახლოებით 2-3 თვე გასტანა, მაგრამ შედეგი ღირდა შრომად. მოგზაურობა  12 საათზე დაიწყო, საბოლოო პუნქტი თბილისის საიალქნო კლუბი იყო (სადაც გაიმართა ივენთი). დანიშნულების ადგილამდე (სარაჯიშვილის მეტრო) მეტროთი გავემგზავრე.  შემდგომ ვცდილობდი ივენთის ადგილმდებარეობა ტაქსისტებისთვის ამეხსნა.  გამიმართლა და მესამე ცდაზე მივაღწიე ნათელ ცამდე და ლურჯ ზღვამდე. 

P1610359

მოსვლისთანავე  Dr.Love-თან გავჩნდი,  რომელიც აკეთებდა დიდ სტენსილს STia-ს, მაქსისა, სერფინგის დაფის,  ტალღისა და… მოკლედ ძალიან დიდი სტენსილს.  დღე იყო კარგი კარგი მუსიკით, ფრისბის თამაშით, საუბრებით, სიცილით და ცოტა მოღრუბლულობით. მთელი დღის მანძილზე უკრავდნენ: sTia,  Oz The Moon Explorer, Tor-K/Dirty Harry, Ted’s Parents, Kid Jesus, mokü  mokü და სხვები.P1610284

ივენთზე ჩემი მეგობარი ტალინელი გრაფიტისტი Waster-იც იყო, რომელთან ერთადაც  წინა ღამეს დავბომბეთ თბილისის ძველი უბნის ერთ-ერთი ქუჩის კედელი. CES-ისთვის შექმნილი მისი ნამუშევარი კი იასამნისფრ ტონებში გადაწყვეტილი გრაფიტი აღმოჩნდა. P1610400

Leave a Reply