ბრაზილიურმა ფოტოსააგენტო “დიომედია”-მ და “National Geographic”-მა ახალი იუმორისტული სარეკლამო კამპანია წამოიწყეს, რომლის მონაწილე ცხოველებიც სხვადასხვა გარემოში საკუთარი თავის ფოტოგრაფირებით არიან დაკავებულები.  სატირული კამპანიის ლოზუნგი შემდეგნაირად  ჟღერს: “ცხოველების ბევრი საშინელი ფოტო არსებობს. საუკეთესო ფოტოები ველური ბუნებიდან შეგიძლიათ ნახოთ National Geographic-ში. ” სმარტფონებით შეირაღებული დათვი, კურდღელი, კოალა თუ მაიმუნი ლიფტებში, აბაზანებსა და ტუალეტებში პოზირებენ. სააგენტო პროექტზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი თავისუფლად შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ: გამოჩენიდან დღემდე  თითქმის ყველა წამყვანი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. 

0_national-geographic-instagram-designboom01 0_national-geographic-instagram-designboom03 0_national-geographic-instagram-designboom04 0_national-geographic-instagram-designboom05

Leave a Reply