საბჭოთა კავშირში, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მუდმივი დეფიციტი მოდური და ხარისხიანი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ჩაცმას მაინც განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ამას მოწმობს გასული საუკუნის 60-80-იანი წლებში გადაღებული ფოტოები, სადაც ასახულია მაშინდელი  ლენინგრადის მოდის სახლის მიერ შექმნილ კოლექციებში გამოწყობილი მოდელები. მოდის სახლი ლენინგრადში 1944 წელს გაიხსნა, ქალაქის ბლოკადიდან განთავისუფლების 2 თვის თავზე. ЛДМО-ს მოგვიანებით საკუთარი ჟურნალი ქონდა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებში არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე თანამედროვე მოდის მოყვარულთათვის “Vogue”,  “Cosmopolitan”, “Glamour” ან სულაც “Harper’s Bazaar.”    

sovetskaya-moda-1

კოლექციები მრავალმხრივ საინტერესოა. ერთის მხრივ ისინი წარმოდგენას გვიქმნის ამ პერიოდის მოდაზე, მეორეს მხრივ ქმნის სურათს როგორი იყო მაშინ მოდის ინდუსტრია, რა ესთეტიკა არსებობდა ფეშენ ფოტოგრაფებისთვის, რამდენად შემოდის საბჭოთა აგიტაციური მანქანა(მოდელების ფონზე ძეგლებისა და აშენებული ქალაქების დემონსტრაციით), მიუხედავად სოციალიზმისა, როგორ იგრძნობა მაინც კლასობრივი განსხვავებულობა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ.

sovetskaya-moda-2 sovetskaya-moda-3 sovetskaya-moda-4 sovetskaya-moda-5 sovetskaya-moda-6 sovetskaya-moda-7 sovetskaya-moda-8 sovetskaya-moda-9 sovetskaya-moda-10 sovetskaya-moda-11 sovetskaya-moda-12 sovetskaya-moda-13 sovetskaya-moda-14 sovetskaya-moda-15 sovetskaya-moda-16 sovetskaya-moda-17 sovetskaya-moda-18

Leave a Reply