ახალგაზრდა, ნიჭიერი, თანამედროვე მხატვრებისაგან შემდგარი ჯგუფი „ბულიონი“ 2008 წელს  შეიქმნა თბილისში. დღესდღეობით ისინი თანამედროვე ხელოვნების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან საქართველოში, რომლებიც შიშველი მოტივაციის ხარჯზე ქმნიან და დგამენ პერფორმანსებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. „ბულიონი“  6 ადამიანისგან შემდგარ არტისტს  აერთიანებს: ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართლელიშვილი, ვლადიმერ ხარტიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკატერინა ქეცბაია,  და ზურაბ კიკვაძე.  მათი მიზანია საზოგადოებრივ სივრცეებში პერფორმანსებით ასახონ საზოგადოებისთვის  მნიშვნელოვანი, მტკივნეული საკითხები.საქართველოში ბულიონი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ჯგუფს შორის, რომლებიც ფოკუსირებას ახდენენ საჯარო არა-სახელოვნებო სივრცეების გამოყენებაზე და სხვადასხვა სოციალური ნაგებობების შესწავლაზე. ჯგუფი დაინტერესებულია ისეთ სივრცეში მუშაობით, რომელსაც არ აქვს სახელოვნებო ან ხელოვნების პროდუქციის დატვირთვა და ასევე პირიქით – სახელოვნებო სივრცეში ისეთი აქტივობის წარმართვით, რომელსაც არ აქვს სახელოვნებო ხასიათი. დღემდე ბულიონის ჯგუფს საცხოვრებელი სივრცის მრავალი პროექტი განუხორციელებია, რომლებიც გულისხმობდა კერძო სივრცის არტისტული დანიშნულებით გამოყენებას, ასევე საჯარო ხელოვნების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართული პოსტ-საბჭოური რეალობის კრიტიკას. 

ბულიონმა 2013 წელს მონაწილეობა მიიღო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით. აქ მათი შემოქმედებიდან რამოდენიმე მათგანზე მოგიყვებით.

ტვირთის ამწევები

ამ პერფორმანსში ჯგუფის წევრებმა გამომწვევა გაუკეთეს საკუთარ თავს, რათა მიეღწიათ სრულიად არარეალისტური შედეგებისათვის.  ისინი სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ დადგმისთვის და ფიზიკურად ვარჯიშობნენ პროფესიონალი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც თავის დროზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის მწვრთნელი იყო.

ეს პერფორმანსი განასახიერებდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მცდელობას, მიეღწიათ დასავლეთის მიერ დადგენილი და ფართოდ გავრცეელებული სტანდარტებისათვის დროის მოკლე პერიოდში. დადგმა პაროდირებას უკეთებს ასეთი ქვეყნების  სწრაფვას -გახდნენ ევროკავშირის ან ნატოს წევრები და ამავე დროს, აკრიტიკებს ამ გაერთიანებების მაღალ სტანდარტებს, რომელთა მიღწევაც საკმაოდ რთულია. უფრო მეტიც, იგი სიმულაციას უკეთებს სპორტის, ხელოვნებისა და პოლიტიკის სფეროში იმ „ეთიკურ“ მსგავსებას, რაც ამ ორი სამყაროს წარმოამდგენლებს აერთიანებთ და ბუდოვანს ხდის მათ შორის საზღვრების არსებობას.

SONY DSC

აერობიკა (პერფორმანსი, ვიდეო)

პერფორმანსი გამოძახილია იმ ფუნდამენტალური რელიგიური როლის ზრდის მიმართ საქართველოში, რომელიც ქვეყანაში  საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ დაიწყო. არტისტებმა განასახიერეს საქართველოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური მიმდინარეობის მოძრაობები – ქრისიტიანობა (ორთოდოქსალური და კათოლიკური), მუსულმანური და იუდაიზმის და გარდაქმნეს ისინი სატელევიზიო გადაცემის მსგავს აერობიკის მექანიკურ მოქმედებებად.

რელიგიურ ცერემონიებში სხეულის კონკრეტული მოძრაობები, როგორებიცაა პირჯვრის გადაწერა, მუხლებზე დაჩოქვა, ყურებზე შეხება,  შესაძლოა სიმბოლიზირებდნენ სპირიტუალური განწყობის გაზრდას. ზოგს სწამს, რომ ეს ავტომატური მოქმედებები თავდაპირველად განასახიერებდნენ სულიერ მოქმედებებს. ჯგუგმა ბულიონმა ეს მოქმედებები ასახა თავის დადგმაში იმის განსასახიერებლად, რომ ახლანდელ მორწმუნეთათვის ეს მოქმედებები იმდენად ავტომატურ დონემდეა დაყვანილი, რომ ისინი უფრო აერობიკას ემსგავსება, ვიდრე სპირიტუალურ, გააზრებულ მოქმედებებს.DSC_2944

ბინა #5

დადგმა ერევნაში განხორციელდა, რომელიც შეეცადა აესახა, თუ რა გავლენა იქონია ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კონფლიქტებმა სოხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ რეგიონალურ კონფლიქტზე. პერფორმანში ბინაში დაიდგა, რომლის კედლებშიც სათვალთვალოები იყო დამონტაჟებული. მნახველებს უფლება ჰქონდათ დაეთავლიერებინათ ბინის სუფთა გარემო ამ სათვალთავლოს საშუალებით.

DSC_00932009-02-01_19-16-24

კოკა ბანაობს

„კოკა ბანაობს“ ბინებში დადგმული პერფორმანსების სერიიდან პირველია. ის განხორციელდა საბჭოთა ტიპის შენობებიდან ერთ-ერთ სამოთახიან ბინაში.  ყველა ოთახში გაკრული იყო თეთრი ქაღალდი და ბინაში ისმოდა წყლის ხმაური. ერთერთ ოთახში დამონტაჟებული იყო ეკრანი, სადაც გადიოდა ვიდეო, თუ როგორ ბანაობდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი-კოკა. პარალელურად  ეს ადამიანი იღებდა აბაზანას ვანის ოთახში, რომელზე დაკვირვებაც დამსწრეებს სათვალთავლოს საშუალებით შეეძლოთ. სინამდვილეში ჩანაწერი ბევრად უფრო ადრე იყო გადაღებული და არ ხდებოდა მისი პირდაპირი ტრანსლიაცია. პერფორმანსის კონცეფცია ასახავდა იდეას,  რომ რასაც ხედავთ ის ყოველთვის სინამდვილეს არ შეესაბამება.

DSC_0261

One Response

Leave a Reply