ცნობილი მუსიკალური ფესტივალი კაზანტიპი, რომელიც ყოველ წელს ტრადიციულად ყირიმში ტარდებოდა, წელს უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო ლოკაციას იცვლის და 20-30 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ უკვე ოფიციალურად განთავსდა ფესტივალის ვებ-გვერდზე, მისი პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით ფესტივალის ანაკლიაში გადმოტანის მთავარი იმპულსი ქართული მხარის შეთავაზება აღმოჩნდა. მარშუნოკი ამბობს, რომ ქართულმა მხარემ მათ არამხოლოდ ფესტივალისთვის საჭირო დიდი ტერიტორია, არამედ ყველანაირი დახმარება შესთავაზა, რაც ფესტივალის სათანადოდ ჩასატარებლად იქნება საჭირო. 

1922516_276967545815193_3922822972192868284_nუკვე ცნობილია იმ მუსიკოსების სიაც, რომლებიც ფესტივალის განმავლობაში დაუკრავენ და ის ასე გამოიყურება:  LOCO DICE / MARTINEZ BROTHERS / SETH TROXLER / MACEO PLEX / DANNY DAZE / PAN-POT / TINI / GUTI / HECTOR / RICARDO VILLALOBOS / ZIP / SONJA MOONEAR / DIXON / AME / HENRIK SCHWARZ / MARCUS WORGULL / MARCO CAROLA / LEON / LUCIANO / REBOOT / DANDY JACK / DUBFIRE / HOT SINCE 82 / JOSEPH CAPRIATI / ART DEPARTMENT / CLAUDE VONSTROKE / JUSTIN MARTIN / EATS EVERYTHING / JAMIE JONES / LEE FOSS / RICHY AHMED / AUDIOFLY / M.A.N.D.Y / LEE BURRIDGE / GUY GERBER / MARTIN BUTTRICH / RHADOO / PETRE INSPIRESCU / RARESH / LAURENT GARNIER / NILS FRAHM / INFECTED MUSHROOM

ფესტივალის Facebook-ის გვერდზე ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ყველა იმ კითხვას, რაც ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებასთან დაკავშირებით არსეობობს, ისინი მაისის ბოლოს გასცემენ პასუხს.

One Response

Leave a Reply