8 ივნისს თბილისი რიგით მეორე ქართულ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მასპინძლობს, რომელიც ორგანიზატორების თქმით ბევრად მასშტაბური იქნება  ვიდრე პირველი და მას 350 დელეგატი ეყოლება. Spotlight 2014-ს ეყოლება 14 სპიკერი, რომლებიც შეეცდებიან აუდიტორიას 13 წუთში  გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება. სპიკერების სია უკვე ცნობილია და ის ასე გამოიყურება:

  • დავით გელაშვილი  (ბორჯომი),;
  • ირინა დუმბაძე (ACT);
  • საშა კაცმანი (საქართველოს ბანკი);
  • ნიკა გვენცაძე (Geocell);
  • ბაჩო მებურიშვილი (Betterfly);
  • გარი კოები  (TBC ბანკი);
  • დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი);
  • თინათინ სტამბოლიშვილი (GPIH);
  • თათა მორჩილაძე (ახალი ნათება);
  • ირაკლი საღინაძე (Formula creative);
  • კახა მაღრაძე (GEPRA);
  • ირაკლი კაკაბაძე (TV11);
  • ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group);
  • კონსტანტინე ბათმანიდი (Rustavi 2). 

დაინტერესებულ პირებს ღონისძიებეაზე მოხვედრა წელს უპრობლემოდ შეეძლებათ. მასზე დასასწრები ბილეთები 20 მაისიდან   www.biletebi.ge-ზე გაიყიდება და 25 ლარი ეღირება.

Spotlight-logo

Spotlight 2014-ის სპონსორები არიან: პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), გენერალური სპონსორი – სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია.

პროექტის ერთ-ერთი მედია მხარდამჭერი ჩვენი ჟურნალიცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღონისძიებების შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი როგორც ჩვენთან, ასევე მის ოფიციალურ გვერდზე.

poster1

Leave a Reply