2014 წლის Tbilisi Open Air 6, 7 და 8 ივნისს  ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დეტალები ფესტივალის ორგანიზატორებმა 21 მაისს, კაფე Frontline-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს საზოგადოებას.

Image

წლევანდელი ფესტივალი წინა წლისგან რადიკალურად განხვავებული იქნება. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დაუბრუნდნენ წინა წლების ფორმატს, შესაბამისად Tbilisi Open Air არა სტადიონზე, არამედ ღია სივრცეში გაიმართება და 3 დღეს გასტანს. ფესტივალის მონაწილეთა სია, მიუხედავად ერთი, გამორჩეული ჰედლაინერის არარსებობისა, საკმაოდ მრავალფეროვანია. მოწვეულ სტუმრებთან (Chinawoman, ალინა არლოვა, Lapalux და ჯგუფ Ночные Снайперы)  ერთად  ქართული ჯგუფების მრავალფეროვანი სპექტრი იქნება წარმოდგენილი.   მაგალითად, Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები: Gravity, Lasha Kicks, Electric Appeal, The Pulse და ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ ფესტივალში.

Image

ბილეთების გაყიდვა  ორშაბათს, 26 მაისს დაიწყება სპორტის სასახლესთან, Open Air Bus-ის სალაროში, ყოველდღიურად 13:00-დან 19:00 საათამდე.  ფესტივალის ერთი დღის ბილეთის ფასი 15 ლარია, 3-დღიაინი აბონიმენტისა, კი – 30.

Open Air-მდე კი, ორგანიზატორები გვთავაზობენ გავატაროთ კვირა დღე, 25 მაისი, სოფელ უდაბნოში დავით გარეჯის მახლობლად, ფესტივალის pre-party-ზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: The BearFox, Oimactta და The Black Marrows. დასწრება უფასოა.

Tbilsi Open Air 2009 წლიდან ტარდება Altervision Group-ის ორგანიზებით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფეისბუქ გვერდი და ივენთი.

Leave a Reply