ფრანგი ფოტოგრაფი, ბენედიქტ დერუ დაინტერესდა  ყოფილი სექს-მუშაკების ცხოვრებით და ხანში შესული მეძავების ყოველდღიურობის ახლოს გასაცნობად მექსიკის დედაქალაქში არსებულ სპეციალიზებულ თავშესაფარს ესტუმრა, სადაც “პენსიაზე გასული” ქალები სიბერეს ატარებენ. თავშესაფარი, რომელსაც ბენედიქტი ესტუმრა,  2006 წელს გაიხსნა  ერთ-ერთი ყოფილი სექს-მუშაკის დიდი ძალისხმევით, რომელმაც საჭირო თანხები ქალაქის მუნიციპალიტეტისგან მიიღო. თავშესაფარი ამჟამად  72 წლის კანელას, ნორმასა და პაულას მასპინძლობს. თითოუელი მათგანი წითელი ლამპიონების უბნის მკვიდრი იყო.

ფოტოგრაფმა თავშესაფარში მიღებული გამოცდილება, მოგროვილი ისტორიები და გადაღებული ფოტოები ერთ მთლიანობად აქცია და თავი მოუყარა წიგნში, რომელსაც “ურთულესი შეყვარება” ქვია. წიგნი პიკანისტური ისტორიისა და ხანგრძლივი სექსუალური გამოცდილების მქონე ქალების გულახდილი ისტორიების და ნატურალისტური ფოტოსერიების მეშვეობით საინტერესო გამოცემაა.

თავშესაფარი თავისი არსებობების განმავლობაში უკვე 250 მოხუცს დაეხმარა, თუმცა ამ დროისთვის აქ მხოლოდ სამი ქალი ცხოვრობს.

Leave a Reply