ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ მენზელმა მსოფლიოს გარშემო მეუღლესთან ერთად იმოგზაურა. მოგზაურობისას ცხადია ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს ხვდებოდა. პიტერი ყველა შემხვედრს თხოვდა თავი მოეყარათ იმ სურსათისთვის, რასაც ისინი და მათი ოჯახი ერთი დღის განმავლობაში მოიხმარდნენ.  ფოტოპროექტში, რომელიც ცოლ-ქმარმა საზოგადოებას გაუზიარა,  წარმოდგენილია  არა მხოლოდ სამზარეულოების მრავალფეროვნება და დიფერენციაცია სოციალური მდგომარეობის მიხედვით, არამედ კალორიების განსხვავებული რაოდენობაც იმ საკვებიდან, რომლებსაც განსხვავებული წარმომავლობის და სოციალური ფენის ადამიანები მოიხმარნენ.

მარბელ მოში, დედა, აივი ინფექციის მატარებელი – 900 კალორია.

მუნა კაირაში, ველოსიპედ რიკშას მძღოლი, ინდოეთი – 2, 400 კალორია.

ნულკისარუნი თარაკულაი, მასაების ტომის ლიფერის მესამე ცოლი, აფრიკა – 800 კალორია.

აჰმედ სვაიდი, იემენი – 3, 300 კალორია. 

ლელენდ მალვინი, ნასას ასტრონავტი, ღია კოსმოსი – 2,700 კალორია.

ნუიონ თეო, ბრინჯის ფერმაში მომუშავე, ვიეტნამი – 2, 500 კალორია.

ფილიპ ადამსი, ერაყის ომის ვეტერანი, კალიფორნია – 2,100 კალორია.

ტიფანი ვაითჰედი, გასართობი პარკის გიდი, მინესოტა – 1, 900 კალორია. 

რუმა ახთერი, მკერავი, ბანგლადეში – 1,800 კალორია.

სალეჰ აბდულ ფედლაჰი, აქლემების ბროკერი, ეგვიპტე – 3, 200 კალორია.

კურტის ნიუქამერი, ა.შ.შ.-ს არმიის წევრი – 4, 000 კალორია.

დის მემონი, ტაქტსის მძღოლი, ჩიკაგო – 2, 000 კალორია

კონლანდ თოლბი, მძღოლი, ილინოისი – 5, 400 კალორია.

მარიელ ბუთი, სტუდენტი და მოდელი, ნიუ-იორკი – 2, 400 კალორია.

კეტრინ ნავასი, მოსწავლე, ვენესუელა – 4, 000 კალორია.

სოლანჟ და სილვა კორეირა, ბრაზილია – 3, 400.

კოო სიმონ ფინკენი, ვეგეტარიანელი, კანადა – 1, 700 კალორია.

ლან გუიუა, ფერმერი, ჩინეთი – 1, 900 კალორია. 

მარია ერმელინდა აიმე სიჩიგალო, რვა შვილის დედა, ეკვადორი – 3, 800 კალორია.

Leave a Reply