საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებიდან ტრადიციულად  ყვავილების ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი  და ლამაზია.  წელს  ფესტივალმა 10 წლის საიუბილეო თარიღი აღნიშნა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ის სამი დღის განმავლობაში, 24, 25 და 26 მაისს  სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკვერსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდებოდა.

01

თბილისში არსებული თითქმის ყველა ყვავილების მაღაზიის და კერძო კოლექციონერების მიერ წარმოდგენილი 300-მდე ჯიშის მცენარეს, დილის 10 საათიდან გვიან საღამომდე ათასობით დამთვალიერებელი ჰყავდა. ფესტივალის განმავლობაში სასურველი ყვავილის შეძენაც იყო შესაძლებელი.

02

იცოდით, რომ თბილისში ბონსაი კეთდება? “ვარდობისთვე 2014”-ზე შეგეძლოთ გეხილათ თუთის ბონსაი, რომელსაც ნაყოფიც კი ესხა.

03

უამრავი ფერის ვარდი, კაკტუსები, ეზოს მცენარეები და რაც დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად იზიდავდა, ცოცხალი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინები.

04

3 დღის მანძილზე თბილისის ეს ნაწილი ნამდვილ “ყვავილების ქვეყანად” იქცა.
ფოტო: გურამ კაპანაძე
05

06
07 08 09 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
 

 

 

 

 

Leave a Reply