25 მაისს, სოფელ უდაბნოში, Tbilisi Open Air-ის pre-party გაიმართა. Pre-party-ს  კლუბმა “ოაზისმა” უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ ეგზოტიკური და შეიძლება ითქვას, პატარა ევროპული კუნძულია კახეთში. ორგანიზატორთა თქმით, სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით აირჩა pre-party-ს ჩასატარებლად ეს ადგილი. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფები: The BearFox, The Black Marrows, Oimactta, ასევე, ფოლკლორული ანსამბლი “კასლეთილა”, სოფელ უდაბნოდან.

IMG_0002ორგანიზატორები გვპირდებოდნენ კარგ მუსიკას, დიდი კოცონითა და ულამაზესი მზის ჩასვლით. ვფიქრობ, იმედი უდაბნოში ჩასულ არც ერთ ადამიანს არ გაუცრუვდებოდა. “იყო ძალიან კარგი, სასიამოვნო, საინტერესო და თავისუფალი გარემო, Music Breaks Free!” - ასე აფასებს ღონისძიებას ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვახო ბაბუნაშვილი.

წელს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც Tbilisi Open Air-ს ჰქონდა pre-party.IMG_0005

“Pre-party ყოველთვის კარგი რამ არის, გიქმნის განწყობას ნებისმიერი დაგეგმილი ივენთისა თუ კონცერტისადმი” – ამბობენ  Altervision Group-ის წევრები. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კონცერტი თბილისს გარეთ ჩატარდა,  საქართველოს სოფლები არც თუ ისე განებივრებულია კულტურული ღონისძიებებით. “კარგი იყო, რომ სოფელი ასე გავაცოცხლეთ, ადგილობრივ მოსახლეობასაც კი ძალიან ესიამოვნა როკის მოსმენა” – აღნიშნა ჯგუფ The Black Marrows-ის სოლისტმა ლუკა მამნიაშვილმა.IMG_0009

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air 6,7 და 8 ივნისს გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მასში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მანამდე კი, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს სოფელ უდაბნოდან:

IMG_0013 IMG_0015 IMG_0017 IMG_0067 IMG_0069 IMG_0074IMG_9938 IMG_9942IMG_0040 IMG_0086

 

Leave a Reply