ორგანიზაცია „Micro-ფონი“ აჭარის ა. რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლისთვის, საქართველოში მცხოვრები ხელოვანებისთვის, აცხადებს კონკურსს საჯარო ხელოვნების პროექტში ბათუმის ეზოს ამბები  მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ბათუმის ეზოს ამბები 2014 წლის აგვისტოს მესამედ გაიმართება და გულისხმობს საჯარო სივრცეში  მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით, კვლევით და სამუშაო პროცესს – ძველი ბათუმისრამდენიმე ეზოსა (ე.წ. „იტალიური ეზო“) და ქუჩაზე, ხოლო ბოლოს ნამუშევრების იგივე ეზოებში გამოფენას.

ლაშა ფალავანდიშვილი - „სარეცხი“, ფოტო სერია. 2013 წ.

ლაშა ფალავანდიშვილი – „სარეცხი“, ფოტო სერია. 2013 წ.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 8 ადგილობრივი (4 აჭარიდან, 4 საქართველოს სხვა რეგიონიდან) და  4 უცხოელი მხატვარი (პოლონეთი, უკრაინა, იაპონია).

განხორციელების თარიღი: სამუშაო პერიოდი 16-დან 28 აგვისტომდე; ნამუშევრების გამოფენა – 29, 30 და 31 აგვისტო.

მონაწილე მხატვრების და ეზოს მაცხოვრებლების თანამშრომლობით შეიქმნება ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციის წყარო

ეზოს და მისი მობინადრეების კულტურული მემკვიდრეობა, პერსონალურიისტორიები, ინფრატრუქტურა, არქიტექტურული თავისებურებები  და ყოველდღიური ცხოვრების დინამიკა იქნება.

გამოყენებული მედია შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო, პერფორმანსი, ადგილ-სპეციფიკური ინსტალაცია, ლენდ-არტი, სტრიტ-არტი და ა.შ.; შესაძლებელია პერმანენტული და დროებითი ნამუშევრების შექმნა.

საკონკურსოდ მიიღება PDF ფორმატის პორტფოლიოები /არა უმეტეს 5 MB/

პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია;
  2. ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და განუხორციელებელი 3 პროექტი:
    • ნამუშევრები/პროექტები – სახელწოდება, შექმნის თარიღი, კონცეფცია, ფოტო-დოკუმენტაცია ან  ონლაინ ბმული;
    • განუხორციელებელი პროექტები – სახელწოდება, კონცეფცია; 

პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, ნამუშევრების წარმოება, პერ-დიემი, ჰონორარი.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შესაძლებელია მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.backyardstories.ge

Leave a Reply