1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს “მზიურში” უკვე  ტრადიციად ქცეული ზეიმი, “მე ვხედავ მზეს” გაიმართება. ეს დღე მზიურში უკვე მეცხე წელია რაც იმართება და საყვარელი ივენთია ყველასთვის – ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და „დიდი ბავშვებისთვის“.  ფესტივალის ორგანიზატორის ანა გოგუაძის ჩანაფიქრია, „მზიური“ თუნდაც ერთი დღით ნოდარ დუმბაძის ოცნების ქალაქად იქცეს, ადგილად, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია. პროექტი ასევე ითვალისწინებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სპექტაკლში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

419117_534296959961729_1996014548_n

ღონისძიებების პროგრამა:

12:00 – ფესტივალის გახსნა.
13:00 – ფერადი ცარცებით ხატვა.
13:00 – ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი მწერლები; ზაზა აბზიანიძე, თამრი ფხაკაძე და თეა თოფურია შეხვდებიან ბავშვებს და გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას. ასევე მოეწყობა ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილი ილუსტრატორის ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა.
13:00 – პრაქტიკული რჩევები პარტიზანული მებაღეებისაგან – როგორ შევიტანოთ წვლილი ეკოსისტემის გადარჩენაში.
14:00 – Neverland-ის სპექტაკლი “მე ვხატავ მზეს” (ამფითეატრი).
15:00 – ილუზიონისტის და რობოტ ტრანსფორმერის შოუ (ამფითეატრი).
15:45 -მუსიკალური შესვენება (ჯაზ-ბენდი 4Tune; ლექსო რატიანი)
15:00 – ზალიკო სულაკაურის ღია გაკვეთილები (“მზიურის” ქვედა შემოსასვლელი).
16:45 AMT ხელოვნების სახლი-ს თეატრალიზებული პერფომანსი (ამფითეატრი).
17:00 – “არტ-სტუდია” -ს კონცერტი და კონკურსი მშობლებისათვის “დიდი ბავშვები” (ამფითეატრი)

10321201_702215299836560_1083052911482895705_o

მთელი დღის განმავლობაში “მზიურის” ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობს თოჯინა „მზე’’ და Neverland-ის ზღაპრის გმირები, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები: ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა, AMT ხელოვნების სახლის გამოფენა „ინკლუზიური დედამიწა“ და ანიას “დიდი ბავშვები”.

Leave a Reply