სოფო მაისურაძის ფოტოპროექტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არის გადაღებული თბილისის ქუჩებში. “- ვისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამარჯვებით დასრულების, ვისთვის კი უბრალოდ დასვენებისა და ქუჩაში სეირნობის დღეა. წლევანდელი 26 მაისი ბევრად განსხვავდებოდა შარშანდელისგან. უფრო ფერადი, მრავალრიცხოვანი და გასართობი ღონისძიებებით დატვირთული იყო. სახალხო ზეიმთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური მოთხოვნით, გამოსულები იყვნენ ადამიანთა მცირე ჯგუფები, თუმცა მათზე მეტნი ბავშვები იყვნენ. რა არის ჩვენთვის 26 მაისი? გვაქვს თუ არა გააზრებული ამ დღის მნიშვნელობა და რამდენად ვუფრთხილდებით ჩვენ – მრავალ რამეზე დამოკიდებულები ადამიანები, საერთო დამოუკიდებლობას? ეს ის კითხვებია, რომელიც 26 მაისის ღამეს, მარტო დარჩენილს გონებაში მიტრიალებდა” – ამბობს ფოტოგრაფი. 1

3

4

6

7

8

9

10

11

12

14

15

16

17

19

20

One Response

Leave a Reply to Ms Maka Cancel reply