ლიტერატურული კონკურსი ,,ინსომნია”, რომლის ავტორიც მწერალი  ზაზა კოშკაძე და ორგანიზატორი წიგნის მაღაზია “ბუქ სითია”-ა, წელს მეორედ ტარდება.  გასული წლისგან განსხვავებით, წელს მონაწილეებმა კონკურსის ფარგლებში სომნოგრაფიები უნდა გაგზავნონ. მსურველებს ნამუშევრების გაგზავნა 30 მაისიდან 30 ივნისამდე  შეეძლებათ.  კონკურსის პირობების თანახმად ნამუშევრები ჰორორის, მისტიკის, ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის უნდა იყოს.

ხუთ კაციანი ჟიური, რომლის წევრებიც მწერალი ნატო დავითაშვილი, ლია ლიქოკელი, ნინო თარხნიშვილი, ნიკა სამუშია და მოლი ბლუმი  არიან შვიდ საუკეთესო ნამუშევარს შეარჩევს, რომლებიც ინსომნია 2014-ის კრებულში მოხვდებიან. კრებულის გამოცემას წელსაც ქარჩხაძის გამომცემლობა უზრუნველყოფს.

ტრადიციისამებრ, გამარჯვებული კონკურსანტები  ერთ ღამეს წიგნის მაღაზია ,,ბუქ სითიში” გაატარებენ, სადაც მოუწევთ კიდევ ერთი ნაშრომის შექმნა, ამჯერად თავისუფალ თემაზე. კონკურსის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ გამარჯვებულების წერის პროცესს ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი.

სანდრო ლორთქიფანიძის მიერ, შარშან, პროექტის ფარგლებში შექმნილი მოთხრობა – ,,გოგლი მოგლი” 2013 წლის 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობათა სიაში მოხვდა.

Leave a Reply