წიგნის დღეს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. წიგნის დღეს თბილისში კი საოცარი მოლოდინით ელიან ყველა: ბავშვები, ახალგაზრდები, უკვე ზრდასრული ბიბლიოფილები, საგამომცემლო სახლები ან უბრალოდ ინდივიდუალური მაღაზიების მფლობელები. ეს არის შანსი შეიძინოთ ახალი და ძველი გამოცემები ყველაზე ხელსაყრელ ფასად, შეხვდეთ მწერლებს, მთარგმნელებს, საყვარელ ბლოგერებს, ან უბრალოდ მეგობრებს.

01

დღეს, 29 ივნისს, თბილისის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. წელსაც, როგორც ადრე, საგამომცემლო სახლებმა საინტერესო წიგნებზე შეაჩერეს არჩევანი და არაჩვეულებრივი ფასდაკლებებით გაანებივრეს ქართველი მკითხველი.  წარმოდგენილი იყო როგორც ქართულად შექმნილი, აგრეთვე ნათარგმნი და უცხოური ლიტერატურა. სოციალური ქსელის საშუალებით ერთი კვირით ადრე დაიწყო კატალოგების გავრცელება, სადაც მსურველს წინასწარ შეეძლო განესაზღვრათ და შეერჩიათ მათთვის სასურველი ლიტერატურა.

03

ფესტივალის ორგანიზატორებმა ამჯერადაც სიურპრიზი გაუკეთეს ბიბლიოფილებს და 4 დღიანი ღონისძიებისათვის მრავალფეროვანი შეხვედრები დაგეგმეს ქართველ, თუ უცხოელ ავტორებთან, როგორებიცაა: ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ, უცხოეთში მცხოვრები ქართველ მწერალი-ნინო ხარატიშვილი და კანადელი პოეტი – პატრიკ ვუდქოქი. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი და გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია, სხვადასხვა გამომცემლობების მიერ ახალი თარგმანების წარდგენა, პიესების საჯარო კითხვა, საუკეთესო მოთხრობების ავტორების დაჯილდოება და საჯარო ლექციები სხვადასხვა საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე.

04

წლევანდელი წიგნის ფესტივალი 4 დღეს გასტანს და ის expo Georgia-ს საგამოფენო ცენტრის 11 პავილიონში გაიმართება 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.

ფოტო: გურამ კაპანაძე

05

06

07

08

09

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

Leave a Reply