ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 7 ივნისს,  ქუთაისში  ( ვარციხე – ანანოვების სახლის ტერიტორია ) ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება, რომელზე დასწრებაც უფასოა და ასაკობრივი შეზღუდვებიც არ იქნება.  ფესტივალზე დაუკრავენ შემდეგი არტისტები: Tobias Live, Function Live, Vondelpark, Slow Hands Live, Gacha Live, 3 Suli Live, Zurkin dj set, Cobert dj set, Rhythmona dj set, Walld dj set, Zapa dj set. 
გამომსვლელი არტისტების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
15:00 Walld
16:00 Zapa
17:00 Zurkin
19:00 Gacha Live
20:00 Slow Hands Live
21:30 Vondelpark Live
23:00 Tobias Live
00:30 Function Live
02:00 Rhythmona
03:30 3 Suli Live
05:00 Cobert – END

ქუთაისიდან ფესტივალზე მოხვედრა ავტობუსების საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომლებიც უფასოდ ივლიან ნახევარ საათში ერთხელ. ორგანიზატორების მიერ  გამოყოფილი ავტობუსითვეა შესაძლებელი თბილისიდან წასვლა.ავტობუსები თბილისიდან რესპუბლიკის მოედნიდან გავლენ 7 ივნისს 13:00 საათზე.  ქუთაისიდან თბილისისკენ კი დაიძრება 8 ივნისს ( ფესტივალის მეორე დღეს) 15.00-ზე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ აუცილებელია  წინასწარი რეგისტრაცია.  რეგისტრაცია დასრულდება: 6 ივნისს 23.00 საათზე.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ლინკზე :www.kemf.ge

*როგორ მოვხვდეთ ფესტივალზე(ქუთაისიდან) ?
ქუთაისიდან ფესტივალის მსვლელობისას დაინიშნება ავტობუსები(ყოველ ნახევარ საათში ორივე მიმართულებით) ,რომლით სარგებლობაც იქნება უფასო.

*როგორ მოვხვდეთ ფესტივალზე(თბილისიდან) ?
თბილისიდან ფესტივალზე მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს მიერ გამოყოფილი ავტობუსით. მგაზვრობის ღირებულება იქნება 5 ლარი ( 1 გზა). ავტობუსი გადის რესპუბლიკის მოედნიდან 7 ივნისს 13.00-ზე. ქუთაისიდან თბილისისკენ კი დაიძრება 8 ივნისს ( ფესტივალის მეორე დღეს) 15.00-ზე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია რეგისტრაცია დასრულდება: 6 ივნისს 23.00 საათზე.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ლინკზე :www.kemf.ge

Leave a Reply