ინტერნეტში ახალი სოციალური კამპანია გაჩნდა, სახელწოდებით “ქალაქი ამბობს” და სლოგანით, “ცვლილებები იწყება შენით”. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები წერენ მოკლე ვიდეოებს, სადაც ყვებიან იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათი აზრით თბილისის წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას. ამ დროისთვის YOUTUBE-ს გვერდზე 100-მდე ვიდეოა ატვირთული. მოქალაქეები აქცენტს ძირითადად მწვანე საფარის დეფიციტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავობაზე, ფეხით მოსიარულეთა პრობლემებზე, ქალაქდაგეგმარების არარსებობის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებსა და შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ გარემოზე აკეთებენ.  

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა წარწერები მიმაგრდა ქალაქში განთავსებულ ძეგლებზე, რომლებიც ასევე “ამბობენ” თავიანთ სათქმელს.

10430046_343698499088520_1513769345956527232_n

 

 

One Response

Leave a Reply