6 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიხსნა. ფესტივალი კიდევ 2 დღეს გასტანს. ორგანიზატორები მუსიკალურ მრავალფეროვნებას, სასიამოვნო და თავისუფალ გარემოს გვპირდებიან. საფესტივალო ქალაქში თქვენ შეხვდებით Riffer-ის კარავს, სადაც მთავარი კონცერტის დაწყებამდე დამწყები ჯგუფები დაუკრავენ; Book City-ს კარავს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკრას, ხოლო საუკეთესოს მაღაზიისგან 100-ლარიანი ვაუჩერი ერგება; Myvideo-ს კარავი შესაძლებლობას გაძლევთ უფასო ლუდი მიირთვათ – ამისთვის საჭიროა მხოლოდ 3 წუთი ილაპარაკოთ კამერის წინ ნებისმიერ თემაზე. ეს Open Air-ის ღონისძიებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გირჩევთ თქვენ თვითონ შეავლოთ თვალი ყველაფერს, გაატაროთ დადებითი შაბათ-კვირა ბუნებაში და მოუსმინოთ ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა: Chinawoman, Lapalux, LOUDspeakers, The BearFox და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ბილეთები იყიდება მხოლოდ საფესტივალო ქალაქთან არსებულ სალაროებში, თითო დღის ბილეთის ღირებულებაა 15 ლარი. რაც შეეხება ტრანსპორტს, თბილისის მერიისა და Alertvision Group-ის ძალისხმევით საფესტივალო ქალაქისკენ მეტრო დელისიდან მოძრაობენ უფასო ავტობუსები, ღამის 01:00-მდე.

მანამდე კი, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს Tbilisi Open Air-ის პირველი დღიდან:

Gravity

Gravity

Book City-ს კარავი

Book City-ს კარავი

IMG_0692 IMG_0703

The Black Marrows

The Black Marrows

The Black Marrows

The Black Marrows

IMG_0727 IMG_0728 IMG_0731 IMG_0740 IMG_0762

Lasha Kicks

Lasha Kicks

IMG_0776

არა

არა

არა

არა

ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე

IMG_0829 IMG_0855

Gravity

Gravity

Gravity

Gravity

Leave a Reply