კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინო ფესტივალის მთავარ კონკურსში  ქართველი კინორეჟისორის,  გიორგი ოვაშვილის  ახალი ფილმი,  “სიმინდის კუნძული”  იღებს მონაწილეობას. გახმაურებული “გაღმა ნაპირის” რეჟისორის ჩეხეთში შეკრებულ კინომოყვარულებს “სიმინდის კუნძულით” ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრებაზე დააფიქრებს. სწორედ სტიქიისა და ადამიანების ურთიერთობაა ფილმის მთავარი თემა, სადაც მოქმედება ენგურის ნაპირებზე ხდება და რომლის გმირებიც აფხაზები არიან. ფსიქოლოგიურ დრამას საფუძვლად ნუგზარ შატაიძის სცენარი უდევს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ თავად რეჟისორმა დაასრულა. აფხაზურ ენაზე გადაღებული ფილმში მთავარ როლებს ძირითადად თურქი და ქართველი ნაკლებად ცნობილი მსახიობები თამაშობენ.

25267-default-2014-06-03_102111_corn_island_final

ფოტო: მაია ტოჩილაშვილი

რაც შეეხება კარლოვი ვარის კინოფესტივალს, ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული მოვლენაა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის.  ფესტივალი 40 წელზე მეტია არსებობს და ყოველ წელს 18-ზე მეტ ქვეყანას,  700 პრესის წარმომადგენელს, რვაასამდე დისტრიბუტორსა და რამოდენიმე ასეულ საერთაშორისო კინოპროფესიონალს მასპინძლობს. რიგით 49-ე კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს შვიდი მსოფლიო და ხუთი საერთაშორისო პრემიერა შედგება. სწორედ ამ ხუთეულშია “სიმინდის კუნძულიც”.

One Response

Leave a Reply