ბრიუს კემპბელი ინჟინერ-გამომგონებელია, რომლის ყველაზე წარმატებულ გამოგონებად მისივე საცხოვრებელი სახლი იქცა, რომელიც წყობიდან გამოსულ ბოინგ 727-ში განათავსა. თვითმფრინავი, რომლის ფასიც მუშა მდგომარეობაში 200 000 ამერიკულ დოლარზე მეტია, ბრიუსმა ჩვეულებრივი წესით და გაცილებით იაფად შეიძინა, ვინაიდან საფრენად ის უკვე აღარ იყო განკუთვნილი, საცხოვრებელის დიზაინი კი თვითონვე შექმნა. საინტერესოა ისიც, რომ სახლ-ბოინგი მოსახლეობისგან შორს, ფაქტობრივად პორტლანდის განაპირა რეგიონში მდებარე უკაცრიელ ტყეშია განთავსებული. 

retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-18

იდეა ინჟინერს ჯერ კიდევ 1999 წელს გაუჩნდა და განპირობებული იყო სურვილით, წყობიდან გამოსული თვითმფრინავები ჯართად  არ ქცეულიყვნენ. დღეს, როცა უკვე წლებია მისი სურვილი ნაწილობრივ მაინც ასრულებულია, ის თვლის, რომ მისი მაგალითი შეიძლება გახდეს ძალა, რომელიც სხვა ადამიანებსაც დააფიქრებს ნივთებისთვის მეორადი სიცოცხლის მინიჭების შესაძლებლობაზე, ენერგოეფექტურობასა და რესურსების ეკონომიაზე. ამერიკაში ბრიუსი წელიწადის 6 თვეს ატარებს, დანარჩენ დროს ის იაპონიაში, სადაც მეორე თვითმფრინავის სახლად ქცევაზე მუშაობს. 

ფოტო: ჯონ ბრეხერი 
retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-1 retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-4 retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-5 retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-6 retired-boeing-727-recycled-home-bruce-campbell-7

Leave a Reply