Changing Face Of America – ასე  უწოდა საკუთარ ფოტო პროექტს ცნობილმა გერმანელმა ფოტოგაფმა მარტინ შულერმა.  ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდნენ შეერთებული შტატების მკვიდრნი, რომლებიც სხვადასხვა რასისთვის დამახასიათებელ ფიზიკურ ნიშან თვისებებს ატარებენ და ყველასგან განსხვავებული გარეგნობა აქვთ.  ისინი ,,საერთაშორისო ქორწინებების” შვილები,  ერთდროულად მრავალი რასის წარმომადგენლები არიან. ადამიანებს, რომლებიც  National Geographic magazine-ის 145 საიუბილეო გამოცემისთვის გადაიღეს,  ,,მომავლის ადამიანები” უწოდეს.  ბევრი თვლის რომ დროთა განმავლობაში  “საერთაშორისო ქორწინებებისა” და “რასობრივი აღრევის” გახშირების გამო  საშუალო სტატისტიკური ამერიკელის გარეგნობა სწორედ ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანის მსგავსი იქნება.

 

მარიამ ნეირი, 33 წლის, ბრუკლინი, ნიუ-იორკი.

მექსიკელი და საუდის არაბეთის მკვიდრთა შთამომავალი.

თავს არც ერთი არსებული რასის წარმომადგენლად არ თვლის.

ალექსანდრ სუგიურა,  27 წლის, ბრუკლინი, ნიუ-იორკი.

იაპონელი.

თავს ებრაელად და ამერიკელად მიიჩნევს.

უნა უოლი, 25 წლის, ბრუკლინი ნიუ-იორკი.

ჩინელი და ამერიკელი ებრაელი.

თავს ნახევრად ებრაელად, ნახევრად ჩინელად მიიჩნევს.

ოსანა მარშალი, 32 წლის, ნიუ-იორკი.

აფორამერიკელი.

თავს მიიჩნევს ევროპელების, ებრაელების, აფრო-ამერიკელებისა და ინდიელების შთამომავლად.

ჯაჰარა ჰაბარდი, 28 წლის, მოლი, ილინოისი.

ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენელი.

თავს გაურკვეველი რასის წარმომადგენლად მიიჩნევს.

თევან ჯონსი, 22 წლის, ორეგონი.

ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენელი.

საკუთარ თავს ხუმრობით მესამე რასის წარმომადგენელს უწოდებს.

 

ჯოშუა ასოაკი, 34 წლის, ალიასკა.

ებრელისა და ესკიმოსების შთამომავალი. ალიასკის ადგილობრივი მცხოვრები.

საკუთარ თავს ევროესკიმოსს უწოდებს.

 

ერილ ტული, 14 წლის, ჩიკაგო, ილინოისი.

ვიეტნამელი, ევროპეიდული და ნეგროუგული რასის წარმომადგენელი.

საკუთარ თავს ერთდროულად რამდენიმე რასის ადამიანად მიიჩნევს.

სანდრა ვილიამსი, 46 წლის, ჩიკაგო, ილინოისი.

ევროპეიდული და ნეგროიდგული რასის წარმომადგენელი.

საკუთარ თავს უბრალოდ ადამიანს უწოდებს.

 

One Response

Leave a Reply