არავინ დავობს იმაზე, რომ წიგნის მაღაზია ნებისმიერი ქალაქისა თუ უბრალო დაბის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი არსებობა საზოგადოების განათლებისადმი დამოკიდებულის ერთგვარი განმსაზღვრელიცაა, ხოლო კარგი ინტერიერისა და მდიდარი კატალოგის მქონე წიგნის მაღაზიები  ავტომატურად ხდება მოსახლეობის მამოტივირებელი ბერკეტი მისი მომსახურეობით უფრო ხშირად სარგელობისათვის.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს 17 ულამაზეს წიგნის მაღაზიას, რომლებიც გაგაოცებენ თავიანთი განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერით.

1.City Lights Bookstore სან ფრანცისკო

მაღაზია პოეტ ლორენს ფერლინგეტის მიერ იქნა დაარსებული, ამიტომ ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ შენობის მთელი მეორე სართული პოეზიას აქვს დათმობილი. ინტერიერის დროს სპეციალურად იქნა სკამების ისეთი განაწილება შერჩეული, რომ მკითხველისთვის ადვილი ყოფილიყო კომფორტულად მოთავსება და წიგნის მშვიდ, განთებულ გარემოში შერჩევა.

enhanced-buzz-wide-3850-1402437688-7 enhanced-buzz-wide-30435-1402437584-8

 

2. Word on the Water – ლონდონი

მაღაზია ძველებურ კატერზე, იგივე კარპაჭზეა მოწყობილი. ინტერიერის შიდა ნაწილი დამწყები წიგნის მოყვარულთათვისაა განკუთვნილი და ძირითადად მოგზაურობის თემებზეა. ღია ცის ქვეშ მოწყობილი დახლი კი – პოეზიას ეთმობა. სტუმრობის დროს ნებადართულია მაღაზიის მეპატრონეების კატებთან თამაშიც.

enhanced-buzz-wide-10451-1402530805-7 enhanced-buzz-wide-20563-1402429947-23

3. Boekhandel Dominicanen – მაასტრიხტი, ჰოლანდია

მაღაზიის განსაკუთრებულობას მისი შენობა წარმოადგენს- 700 წლის წინ აშენებული ძველი კათოლიკური ტაძარი, სადაც გოთური არქიტექტურისა და თანამედროვე ავეჯის შერწყმა საოცარ ეფექტს ახდენს წიგნის მოყვარულებზე.

enhanced-buzz-wide-26916-1402423671-8 enhanced-buzz-wide-26783-1402423322-7

 

4. The Livraria Cultura – სან პაულო, ბრაზილია

ეს წიგნის მაღაზია უდიდესია მთელს ბრაზილიაში. აქ არა მარტო ბავშვების კუთხეს იპოვით, არამედ მთელს სართულზე დრაკონების ჩონჩხების იმიტაციებია შექმნილი, მოწყობილია პატარ-პატარა სათამაშო კუთხეები. მაღაზიის ოთხივე სართულზე უამრავი ჟანრისა და ხარისხის ლიტერატურაა წარმოდგენილი. ეს არის მაღაზია ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანისათვის.

enhanced-buzz-wide-15288-1402531199-7 enhanced-buzz-wide-32552-1402531091-7

5. Libreria Acqua Alta – ვენეცია, იტალია

ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სრულიად არაჩვეულებრივი ადგილია მთელს ვენეციაში. თვითონ მაღაზია პატარა შენობაშია მოწყობილი, მაგრამ ოთახის შუაში მდგარი გონდოლა  მთელს ინტერიერს ცვლის და ერთგვარ წიგნების სათავსოდაა გადაქცეული.  კითვისას შეგიძლიათ ვენეციის არხში გაიგრილოთ ფეხები, ან შენობაში მოთავსდეთ ძველი წიგნებისაგან გაკეთებული კიბეების გავლით.

enhanced-buzz-wide-32379-1402427512-7 enhanced-buzz-wide-9788-1402517293-23

 

6. Librería El Ateneo – ბუენოს აირესი

ყოფილი თეატრის მაღაზიად გადაკეთებული შენობა გაგაოცებთ ძველებური კედლის ორნამენტებით, იტალიური ფრესკებით მოხატული ჭერით, მდიდრული, წითელი ფარდებითა და რაც მთავრია, ცოცხალი საფორტეპიანო მუსკით, რომელიც იქ მუდმივად ჟღერს.

original-25055-1402423206-5 enhanced-buzz-wide-16417-1402423125-29

 

7. Cook & Book  – ბრიუსელი

ეს მაღაზია ნაწილობრივ წიგნებს ეთმობა, ნაწილობრივ კი კაფეა. შენობაში სულ 9 ოთახია, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა თემატური ჟანრის წიგნებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, ცხრავე ოთახის დიზაინი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია.

original-22561-1402435935-3 original-32758-1402436042-3

 

8. Brattle Book Shop – ბოსტონი

ეს წიგნის მაღაზია 1825 წელს იქნა დაარსებული და ის დღეის მდგომარეობით ქვეყნის უდიდესი ბუკინისტური და ანტიკვარიული წიგნების მაღაზიაა.

enhanced-buzz-wide-3339-1402425518-40 enhanced-buzz-wide-653-1402425467-23

 

9. Livraria Lello –  პორტო, პორტუგალია

თვალის დახამხამებაში შეიძლება გასცდეთ ამ მაღაზიას გარედან, მაგრამ მისი ინტერიერი სრულიად დამატყვევებელია. შიგნიდან ის მდიდრული მუქი ხითაა მოპირკეთებული და ძველებური ორნამენტებით შემკული ხვეული კიბეები ამშვენებს, რომლებიც ფერადი ვიტრაჟებიანი და ორნამენტირებული ჭერის მქონე მეორე სართულისკენ მიგიძღვებათ.

enhanced-buzz-wide-8834-1402426774-28 enhanced-buzz-wide-2491-1402426485-53

 

10. Librairie Ptyx – ბრიუსელი

როგორც კი წინკარს გადააბიჯებთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ამ წიგნის მაღაზიაში ყველაფრის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევა შეუძლიათ. მწერლების კუთხეები მათი ავტოპორტრეტებითა და ცნობილი გამონათქვამებითაა დამშვენებული.

enhanced-buzz-wide-15824-1402529310-7 enhanced-buzz-wide-9862-1402529479-7 

11. The Last Bookstore –  ლოს ანჯელესი

განათებული ჭერი და უშველებელი ძველებური კოლონებით შემკული დარბაზი, შესვლისთანავე გაგრძნობინებთ, რომ სხვა სამყაროში მოხვდით. აქ თავმოყრილია ძველი და ნახმარი წიგნები, სადაც 1$ -ად შეფასებულ წიგნებსაც კი იპოვით.

enhanced-buzz-wide-15297-1402531401-7 enhanced-buzz-wide-8290-1402422872-7

 

12. Cafebrería El Péndulo – მექსიკა

ზოგადად ყველგან, სადაც გაძლევენ უფლებას მიირთვათ მექსიკური კერძები, დალიოთ მოჰიტო და იკითხოთ წიგნები, ავტომატურად არაჩვეულებრივი გარემო იქმნება. მაგრამ ეს წიგნის მაღაზია გთავაზობთ ღია ცის ქვეშ მოწყობილ კომფორტულ სავარძლებს, დღის და ღამის განათებას, არაჩვეულებრივ გარემოს და წიგნების დიდ არჩევანს.

enhanced-buzz-wide-17161-1402427989-27 original-32670-1402531512-4 

13. Atlantis Books – სანტორინი, საბერძნეთი

ამ წიგნის მაღაზიაში შესვლა ერთგვარ ვიზიტს ჰგავს გამოქვაბულში, მაგრამ აქ, სხვა გამოქვაბულებისგან განსხვავებით  უამრავი წიგნია და  გარემო სავსეა ათასობით გმირით. კედლებზე მინიშნებებია გაკეთებული, გარშემო სასიამოვნო გარემო სუფევს, სადაც მუდმივად იმართება წიგნის, ფილმებისა და სხვადასხვა საკვების ფესტივალ-დეგუსტაციები.

enhanced-buzz-wide-1189-1402531676-7 enhanced-buzz-wide-30877-1402530947-7

14. Powell’s Books – პორტლენდი, ორეგონის შტატი

ეს წიგნის მაღაზია მართლაც რომ უშველებელია, რადგან ის ყოფილი ავტომობილების სადილერო სალონშია მოწყობილი. თუ როდისმე გიფიქრიათ, რომ ინდური წიგნები მაღაზიები ძალიან პატარები და დანაწევრებულებია, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ წიგნის მაღაზიას და შეიგრძნოთ უშველებელ წიგნის მაღაზიაში სეირნობის ბედნიერება საფირმო ყავის სმის თანხლებით.

enhanced-buzz-wide-28447-1402523460-7 enhanced-buzz-wide-25614-1402523502-7

15. Librairie Avant-Garde –  ნანჯინგი, ჩინეთი

შეგიძლიათ წიგნის მაღაზიაში ყვითელ სავალ ხაზს დაუყვეთ?! ამ მაღაზიაში შეგიძლიათ, რადგან ის ძველი ავტოსადგომის ადგილზეა გახსნილი. საკმაოდ სუფთა და სასიამოვნო გარემოა, მაგრამ ავტომობილის გაჩერება სხვა ადგილას მოგიწევთ.

enhanced-buzz-wide-27144-1402447368-7 enhanced-buzz-wide-3698-1402447298-7

16. Dickson Street Bookshop – ფეიეტვილი, არკანზასის შტატი

მაღაზიის ერთი ნაწილი ორიენტირებულია იმ მკითხველზე, რომელიც იშვიათი გამოცემებითაა დაინტერესებული, ან ეძებს ისეთ ნაწარმოებებს,  რომელთა გამოცემაც უკვე აღარ ხდება. მის მეორე ნაწილში კი ნებისმიერი ჟანრისა და სახეობის ახალ გამოცემებს მიაგნებთ.

original-20890-1402511749-4 original-24910-1402513118-3

17.Books Actually – ტიონგ ბაჰრუ, სინგაპური

ეს წიგნის მაღაზია ერთდოულად თანამედროვე და თან,  იშვიათი წიგნების სამფლობელოა, სადაც მიაგნებთ ინდურ ლიტერატურას, ადგილობრივ ავტორებს და უამრავ პატარ-პატარა ბროშურას. ეს პატარა, მაგრამ ინტიმური მაღაზიაა, სადაც მკითხველებს ყოველთვის სიხარულით ხვდებიან.

enhanced-buzz-wide-6636-1402530689-7 enhanced-buzz-wide-5463-1402435257-7

წყარო

 

 

 

 

Leave a Reply