ახალგაზრდა მწვანეებმა  სოციალურ ქსელ Facebook-ში კონტროვერსიული კამპანია წამოიწყეს საინტერესო სახელით - “დიდი ჯიპი, პატარა ჭუჭუ”, რომელიც აქცენტს ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაზე, არამდგრადი სატრანსპორტო სისტემის პრობლემებზე და სოცუალურ ფენებს შორის დიფერენციაციის გამოვლინებებზე აკეთებს.

10418166_673785376008529_3164532132091281486_n“ახალგაზრდა მწვანეების კამპანია “დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ” არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს. თუმცა, მხოლოდ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.

მასიური ავტომობილები მასიურ ძრავაზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, მრავალჯერ ზრდის ნავთობზე მოთხოვნას. ნავთობზე მოთხოვნა და მისი მარაგი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში სპეკულაციის მთავარი მექანიზმია, რასაც მხოლოდ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მილიონამდე უდანაშაულო ადამანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, ჯიპის მფლობელთა კომფორტის მოთხოვნილებით განმტკიცებული უსამართლობის დანახვა მარტივია.

ხშირად ლოკალურ კონტექსტზე ფიქრი გლობალური პასუხისმგებლობას უსწრებს წინ, ამიტომაც აუცილებელია, ქართულ რეალობაში ჯიპებზე, როგორც კლასობრივი ჩაგვრის მახასიათებელზე ვისაუბროთ. დიდი ავტომობილების მაღალი ფასი მათი მფლობელების მაღალ სოციალურ კლასთან მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება მართვის უპასუხისმგებლო მანერაში. ჯიპების პრივილეგიები გამოხატულია როგორც საჯარო სივრცის არაპროპორციულად ათვისების, ისე სხვა მოძრავი ობიექტებისა თუ სუბიექტების მიმართ სრული უგულებელყოფის ტენდეციით. მსგავი პრივილეგიის პარსებობა კლასობრივ უთანასწორობას უკიდურესად ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს “ჯიპიანებად” და დანარჩენებად.

ახალგაზრდა მწვანეებს გვსურს, ჩვენი კამპანიის – “დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ” საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი.”

კამპანიას უკვე მოყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელი, გიო მეგრელიშვილი კამპანიით უკმაყოფილოთა რეაქციებს ბუნებრივად მიიჩნევს: –  “ახალგაზრდა მწვანეები დიდი ხანია ვხედავთ კავშირს “ჯიპებისა” და “ჭუჭუების” როგორც სოციალური ფენომენებს შორის, რაც გამოიხატება ქვეყანაში პრივილეგირებული კლასის მიერ საჯარო სივრცის გადაყლაპვაში. გვინდა იმ პრივილეგიების პრობლემატიზება, რომელიც “ჯიპებსა” და “ჭუჭუებს” მოყვება ამ ქვეყანაში და არ იყო ჩვენთვის გასაკვირი რომ ამ კამპანიამ ზუსტად ამ კლასს მიკუთვნებული ადამიანები აღაშფოთა. ” 

10487401_674160732637660_7278058450320454298_n

კამპანია უფრო მრავალწახნაგოვანიმხოლოდ ჯიპებზე აკეთებს აქცენტს, არამედ ერთგვარი სტარტია  მასშტაბური მოძრაობისა მდგრადი სატრანსპორტო სისტემის ინფრასტრუქტურის შექმნისთვის.  კამპანიის მომდევნო ეტაპი იქნება ველოსიპედის ტრეკისთვის და მეტროებთან ველო–პარკინგების მოწყობისთვის ბრძოლა, ისევე, როგორც გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

Leave a Reply