“გაჩერება ცარიელ ადგილას” – ფოტოპროექტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელი არქიტექტურისა და თანამედროვე რეალობის სინთეზს წარმოადგებს. კანადელმა ფოტოგრაფმა, ქრისტოფერ ჰერვიგმა 30 000 კილომეტრზე მეტი გაიარა ავტობუსით, მატარებლითა და ველოსიპედით, რათა ყოფილი საბჭოთა კავშირის 13 ქვეყანაში ემოგზაურა და ყოფილი იმპერიის ნაშთები, ავტობუსის გაჩერებები ფირზე აესახა. 

Echmiadzin, ARMENIA

ეჩმიაძინი, სომხეთი

ფოტოგრაფის მოგზაურობა 2002 წელს დაიწყო ლონდონიდან და პირველი საბჭოთა ქალაქი, რომელიც ნახა, სანკტ-პეტერბურგი იყო. თავგადასავალი სულ 12 წელს გრძელდებოდა.  მოგონებებში ის იხსენებს იმ დაბრკოლებებსაც, რასაც სხვადასხვა ქვეყანაში აწყდებოდა და არაერთხელ აღნიშნავს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა, უცხოს შიში, ტურისტებთან გაუცხოება და დემოკრატიის დაბალი ხარისხი ამ ქვეყნებს ჯერ ისევ აერთიანებს.

აფხაზეთი

აფხაზეთი

ქრისტოფერის მოგზაურობისდროინდელი დაბრკოლებებიდან ერთ-ერთი აფხაზური თავგადასავალია, სადაც დაქირავებულმა მძღოლმა საქართველოს აგენტობა დააბრალა და გაჩუმების სანაცვლოდ ქრთამი მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც საშიშ პიროვნებას, მილიციას გადაცემდა. ქრისტოფერი ცხადია, არ შეუშინდა მძღოლის მუქარას და აფხაზეთში მოგზაურობა “მილიციის” განყოფილებაში გააგრძელა.

ქრისტოფერის პოსტსაბჭოთა მოგზაურობისა და გაჩერებების ამსახველი კადრები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ როგორც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე წიგნად გამოცემული.

ესტონეთი

ესტონეთი

გუდაუთა, აფხაზეთი

გუდაუთა, აფხაზეთი

კარაკოლი, ყირგიზეთი

კარაკოლი, ყირგიზეთი

ყაზახეთი

ყაზახეთი

ლიტვა

ლიტვა

მოლდოვა

მოლდოვა

სოჭი

სოჭი

თურქმენეთი

თურქმენეთი

უკრაინა

უკრაინა

უზბეკეთი

უზბეკეთი

Leave a Reply