ა.შ.შ.-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ფართომაშტაბიანი გრაფიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოდამოკიდებული ადამიანების რიცხვის მკვეთრ შემცირებას. დღეს ამერიკაში თამბაქოდამოკიდებული 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  კამპანიის ფარგლებში აქტიურ მწეველებს რჩევებს აძლევენ ყოფილი მწევლები და ისინი ვის ჯანმრთელობასაც თამბაქომ მძიმე კვალი დაატყო.

მაგალითად : შოუნი მაყურებელს საკუთარი გამოცდილებას უზიარებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მათ ხვრელით კისერში, რომელიც თამბაქოს მოხმარების ბრალია.  ამანდა კი  თამბაქოს მოხმარების შედეგად ქვეყნად ორი თვით ადრე მოვლენილ ახალშობილზე მოგვითხობს.

ამანდა, 30 წლის, მწეველი. მისმა შვილმა დიდი ხანი გაატარა ინკუბატორში რათა ექიმებს მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლებოდათ.

ბრედი, 49 წლის, მწეველი. 42 წლის ასაკში დაკარგა ყველა კბილი.

შოუნი, 50 წლის, მწეველი. თამბაქოდამოკიდებულების შედეგად გადატანილი ყელის სიმსივნის შემდეგ, მას მხოლოდ კისრის ხვრელით შეუძლია ისუნთქოს.

ტერი, გარდაიცვალა თამბაქოდამოკიდებულების შემდეგად 53 წლის ასაკში.

 

რეკლამები 7 ივლისიდან გავა  ტელევიზიასა და რადიოში, ასევე მათი განთავსება მოხდება ბეჭდურ მედიასა  და ბილბორდებზე.

თამბაქოს ბაზარი ძალიან მომგებიანია. მას წელიწადში 100 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი შემოაქვს, თუმცა ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აქტიური და აგრესიული სარეკლამო კამპანია რაღაც დოზით მიანც შეამცირებს თამბაქოდამოკიდებულთა რიცხვს.

 

Leave a Reply