მადრიდის ეფემერული აუზი

ხელოვანთა კოლექტივი “Luzinterruptus” იმ ადამიანებისაგან შედგება, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ და თავიანთ პერფორმანსებში სისტემატიურად ტრიალებენ ენერგიის მდგრადობისა და ეფექტურობის თემის გარშემო.  ერთ-ერთი ასეთია 2012 წელს მადრიდში წარმოდგენილი ინსტალაცია, რომლის მთავარი გზავნილი იყო: –  “ჩვენ ვტოვებთ ანთებულ სინათლეს იმისათვის, რომ სხვა მოვიდეს და ის ჩვენს მაგივრად ჩააქროს”.

luzinterruptus2_abre_detail_em

ადგილი, სადაც ინსტალაცია დაიდგა, 2008 წლამდე La Latina-ს რაიონის მცხოვრებთა დასასვენებელ ადგილად მოიაზრებოდა. ქალაქის განვითარების სამსახურის ინიციატივით მოხდა პროექტის რეკოსტრუქცია და გამიზნული იყო მისი კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ადგილად გადაქცევა, თუმცა დაწყებული სამუშაოები შეჩერდა და რეალურად არაფერი შესრულებულა. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის შეეხსენებინათ მთავრობის დაპირება, ხელოვანებმა  პლასტმასის ჭურჭლის, ცისფრად შეფერილი წყლისა და სინათლის გამოყენებით 6 X 4 კვ. მეტრის ფართის მქონე ინსტალაცია შექმნა, რომელსაც უწოდა “აუზი ქერის ყანის ფონზე” (Pool on a background of Field of Barley).

luzinterruptus7_detail_em

ენერგოეფექტურობისა და რესურსების დაზოგვის პრინციპებიდან გამომდინარე,  ინსტალაციისთვის მათ გამოიყენეს  უკვე გამოყენებული და  გააყრილი პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეს, რომლის მთელი მარაგი მათ ესპანური სკვერის გვერდზე შეაგროვეს. საჭირო გარემოს მოსაწყობად  დაახლოებით ერთი თვე დასჭირდათ. ტერიტორიის მოწყობისაში  აქტიურად ჩაებნენ  ადგილობრივი მაცხოვრებლებიც,  განსაკუთრებით ბავშვები, რომლებმაც ინსტალაციის დადგმის პროცესი მხიარულ გასართობად აქციეს. ეს ეფემერული, “მშრალი” აუზი” 8 საათის განმავლობაში იყო განათებული.

ფოტოები ეკუთვნის გუსტავო სანაბრიას.

luzinterruptus10_detail_em

 წყარო

 

Leave a Reply