დევიდ კომა ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერია. ის მოდის სამყაროში ძალიან პოპულარულია და მისი სამოსი ისეთ ცნობილ ვარსკვლავებს აცვიათ, როგორებიც არის ლედი გაგა, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ჯესიკა ალბა, გვინეტ პელტროუ და ა.შ.

ახალგაზრდა დიზაინერის ყოველი ახალი ნამუშევარი დიდ ინტერესს იწვევს მოდის მოყვარულებში.

ცოტა ხნის წინ დევიდ კომამ შექმნა კაბების სერია ექსკლუზიურად ონლაინ მაღაზია  More Is Love-ისთვის. მათი შეძენა აქ შეგიძლიათ.

ამავე პროექტისთვის  ფოტოგრაფმა გრეგორი რეჯინმა გადაიღო ფოტოსესია, რომელშიც უკრაინელი მოდელი იარა უკრაინა მონაწილეობდა. დევიდ კომას ულამაზეს კაბაში გამოწყობილი იარა დასეირნობს ღამის თბილისში და ზღაპრული გოგონას შთაბეჭდილებას ქმნის.

 

Leave a Reply