პელემ  გრენვილ  ვუდჰაუსის   იუმორისტული  წიგნებიდან  ”დაიკიდე  ჯივზი”   ნამდვილად    განწყობის   შექმნის  საუკეთესო  საშუალებაა.    თუ  პრობლემები  გაქვთ  ან  გამოუალ  სიტუაციაში  იმყოფებით, შეგიძლიათ   რამდენიმე  საათში  ჯივზის  დახმარებით    ყველა  პრობლემა  მოაგვაროთ. მას მაშინაც შეგიძლიათ მიმართოთ, როცა თავისუფალი  დრო  გაქვთ ან იუმორის  სიმწირეს  განიცდით. ჯივზის დახმარებით   შეგიძლიათ   საკუთარ  თავს  დაუვიწყარი  თავგადასავალი  მოუწყოთ. daikide jivz-500x500

ჯივზი   წიგნის  მთავარი  გმირი  და   ვუსტერების   გამჭრიახი  ლაქიაა.   ბატონი  ვუსტერი   კი დაბნეული  და  მოუხერხებელი  ახალგაზრდა,  რომელიც    ხშირად  ხვდება  გამოუვალ  სიტუაციებში.  მის  ყველა  პრობლემას   მოხერხებული  ჯივზი  თავაზიანად  და  ხშირად  პატრონის  ფარულადაც  აგვარებს.  ახალგაზრდა   ბერტი  ვუსტერი  თავიდან  ეჭვით  უყურებს  ლაქიას  და  მის   ყოვლისშემძლეობის  უნარს,  თუმცა  როცა   რწმუნდება   მის  შესაძლებლობებში ,  პირადი  მრჩეველი  ხდება.

წიგნის  მთავარი  ღირებულება  იუმორია,  რომელიც  საბოლოოდ    მის  სათაურთან    საერთოსაც   კი   გაპოვნინებთ.

One Response

Leave a Reply