გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი “სიმინდის კუნძული” კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის  “ბროლის გლობუსის” მფლობელი გახდა. “გაღმა ნაპირის” რეჟისორის მეორე ნამუშევარი საკონკურსო პროგრამაში სხვა 12 ნამუშევარს უწევდა კონკურენცია. გამარჯვებული ფილმი ადამიანისა და ბინების დრამატულ ურთიერთობაზეა, მისი გადაღებები ენგურის პირას მიმდინარეობდა და მთავარი გმირები აფხაზები არიან.

Photo by Roelof Jan Minneboo

Photo by Roelof Jan Minneboo

კინოფესტივალში ასევე მონაწილეობდა ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები”, რომელიც ფესტივალის სექციაში „Europe Now“ აჩვენეს. ასევე, სექციაში „Work in Progress“ მონაწილეობდა რუსუდან პირველის პროექტი “ძილის გაკვეთილები”.

Leave a Reply