რამდენიმე თვის წინ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო თათია ფილიევას ვიდეომ, რომელსაც – ”first kiss” ერქვა და რომელშიც უცნობი ადამიანები პირველად კოცნიდნენ ერთმანეთს. ვიდეო რამდენიმე საათში იქცა ვირუსულად და დღის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ნახვა დააგროვა Youtube-ზე. ამჯერად თათიამ ახალი ვიდეოთი მიიპყრო ფართო მასების ყურადღება და შექმნა ვიდეო, სახელწოდებით ”undress me”, რომელიც ”showtime-ის” ერთ-ერთი სერიალის, ”სექსის ოსტატების” ოფიციალური პრომოა.

ვიდეო იწყება ტექსტით, რომელიც მაყურებელს ატყობინებს, რომ 1957 წელს ვილიამ მასტერმა და ვირჯინია ჯონსონმა სთხოვეს უცნობ ადამიანებს მეცნიერებისთვის გახადათ, 2014 წელს კი  მათ იგივეს მხიარულებისთვის სთხოვენ.

თათიას ნამუშევარი  ამჯერადაც  წარმატებული აღმოჩნდა, მას უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

One Response

  1. David Kiselidze

    თათია ფილიევას FIRST KISS – მა მსოფლიოს ვიდეო ფილმების ყველაზე დიდ კინოფესტივალებზე უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურა. მათ შორის კანის CANNES GOLDEN LION და ბერლინის BERLIN FASHION FILM FESTIVAL.

    Reply

Leave a Reply