ონლაინ სამყაროში როგორც წესი ის მოვლენები ირეკლება, რაც რეალურ სამყაროში ხდება. გთავაზობთ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სხვადასხვა თემაზე  შექმნილ  ონლაინ რესურსებს, რომლებიც ლიტერატურის, არქიტექტურის, ურბანული გარემოსა და ადამიანის უფლებებით დაინტერესებული პირებისთვის ვფიქრობთ საინტერესო იქნება. 

 

  • უშნო ბელგიური სახლები – პროექტის ავტორი ყურადღებას იქცევს თანამედროვე არქიტექტურის უგემოვნო ნაყოფებზე, რომლებითაც მისივე განმარტებით დაფარულია ბელგიის თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი.

  • წინა ღამეს ავტობუსის გაჩერებაზე – დაღლილი ხალხი, სარეკლამო პოსტერები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის ადამიანებით შეკრული მეგაპოლისების სტრესული ცხოვრება ირეკლება ვებ პროექტში, რომლის ავტორებიც ყოველ საღამოს თითო კადრს იღებენ ავტობუსის გაჩერებებზე.

tumblr_n4upfmvb9n1tuloqro1_500

  • 100 მიტოვებული სახლი   – მიტოვებული სახლების თემატიკა პოპულარულია ინტერნეტში და ამასთან დაკავშირებით არაერთი პროექტი არსებობს. შეგიძლიათ ცალკეული ქვეყნების მიხედვით მოძებნოთ უპატრონოდ დარჩენილი სახლები.

brush_park9

  • ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას  – მაგნუმისა და ბრაზილიელი ფოტოგრაფების ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად ყურადღების მიქცევას ცდილობდა იმ პრობლემზე, რის წინაშეც დგას რეალურად ბრაზილია. სიღატაკე, მძიმე სოციალური რეალობა, უსახლკაროთა ყოველდღიურობა, კრიმინალისა და პროსტიტუციის მაღალი მაჩვენებელი იმ თემების ნაწილია, რომელზეც ვებ პროექტია კონცენტრირებული.

    Maceió, Brazil. City center. © Barbara Wagner

    Maceió, Brazil. City center.
    © Barbara Wagner

Leave a Reply