კალიფორნიელმა ფოტოგრაფმა, გრეგ საიგალმა გადაწყვიტა კაცობრიობის წინაშე არსებული ნაგვის პრობლემის ვიზუალიზაციის გზით მიეპყრო ფართო მასების ყურადღება იმ აუთვისებელ ნარჩენებზე, რომელსაც თითოული ჩვენგანი ყოველდღიურად აწარმოებს. ფოტოპროექტი “7 ნაგვიანი დღე” მართლაც შთამბეჭდავი და ეფექტური აღმოჩნდა. სხვადასხვა სოციალური ფენის, ცხოვრების წესის, ასაკისა და პროფესიის ადამიანები კადრზე ასახული არიან იმ ნაგავთან ერთად, რასაც ისინი ერთი კვირის განმავლობაში სანაგვე ურნებში ათავსებენ. ოჯახები პატარა ბავშვებით, მოხუცი წყვილები, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები ნაცვლად სუფთა გარემოსი და მწვანე მდელოსი, ნაგვის ფონზე პოზირებენ და კადრები სადაც ადამიანები პოლიეთილენის პარკებთან და ბოთლებთან, საკვების ნარჩენებთან, ჟურნალ-გაზეთებთან და სარეკლამო ბუკლეტებთან ერთად არიან, არა მხოლოდ გარემოსდამცველებს, არამედ ნებისმიერ მნახველს დააფიქრებს იმ ზიანზე, რასაც ყოველდღიურად ვაყენებთ ბუნებას.

Alfie, Kirsten, Miles and Elly.
Sam and Jane.

Michael, Jason, Annie and Olivia

Dana.

Till and Nicholas.

James.

Milt.

Lya, Whitney and Kathrin.

John.

Susan.

Elias, Jessica, Azai and Ri-karlo.

 

წყარო: http://www.mymodernmet.com/ 

 

Leave a Reply