“ონლაინ პოპულარობა” – ორიგინალური ფოტო-სერიაა, რომელიც ინგლისელმა ფოტოგრაფმა ვალერიო ლუამ შექმნა. სერიის მიზანსცენა: სუპერმარკეტის დახლები, რომლებზეც სხვა საკვებ პროდუქტებთან ერთად სხვადასხვა სოციალური ქსელი მზა პროდუქტის ფორმითაა წარმოდგენილი. ფოტოგრაფის თქმით, სერია აჩვენებს იმ ჰიპოთეტიურ მომავალს, როცა ონლაინ პოპულარობა ისევე შეიძლება გაიყიდოს როგორც საკვები პროდუქტი.webproducts-7

მსგავსი მომსახურება უკვე შექმნილია თვითონ სოციალური ქსელების მიერ – არსებობს უამრავი ფასიანი სერვისი რომლის შეძენაც მომხმარებლებს ონლაინ ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდაში ეხმარება. ბევრი ჩვენთაგანი, ნამდვილ ცხოვრებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს მის “ონლაინ” სახესა და რეპუტაციას, რომელიც თავის მხრივ გამოიხატება ისეთ პარამეტრებში როგორიცაა მეგობრებისა და ფოლოუერების რიცხვი, “ლაიქების” რაოდენობა, “დათაგვის” სიხშირე და ა.შ.

webproducts-1

webproducts-2webproducts-3webproducts-4webproducts-5

webproducts-6webproducts-7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: http://www.fubiz.net/ 

Leave a Reply