“Upcycling” თანამედროვე, ხელნაკეთი არტის ნაირსახეობას  წარმოადგენს, რომელიც მოძველებული ნივთების ახალ  გამოყენებას გულისხმობს, გნებავთ – დანიშნულების მოძებნას, რომელიც რიგ შემთხვევებში  მათ  მეტ ღირებულებას  სძენს, ვიდრე წინა მდგომარეობაში გააჩნდათ. მიტოვებული და  ნახევრად დანგრეული შენობები, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ,  გასაუქმებლად იყო განწირული, მაგრამ კრეატიული იდეების მქონე ადამიანებმა მათ ახალი სიცოცხლე აჩუქეს.

ჩამომტვრეული აგურები და არათანაბარი ჭერი გახდა ახალი, სრულიად გასაოცარი იდეების შთამაგონებელი იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც ეს შენობები შეიძინეს. მათმა იდეებმა შენობების კრეატიულ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი.

1. მიწისქვეშა, ბომბდამშენებისაგან თავდასაცავი გვირაბი გადაიქცა ურბანულ ფერმად.

upcycled-buildings upcycled-buildings2

2. XIII  საუკუნის დომინიკური ტაძარი, რომელიც ჰოლანდიაში, ქალაქ მაასტრიხტში მდებარეობს, ცნობილი და პოპულარული ჰოლანდიური წიგნის მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ფილიალად გადაიქცა.

upcycled-buildings3 upcycled-buildings4

3.  1949 წელს შექმნილი პულმენის საწოლ-ვაგონი ლიზ მაპელმა უნიკალური დიზაინის მქონე ბინად გადააკეთა.

upcycled-buildings5 upcycled-buildings6

4. ამ  თვითმფრინავის სალონი (იაკოვლევ 42) საქართველოში საბავშვო ბაღად გადაკეთდა.

upcycled-buildings7 upcycled-buildings8 upcycled-buildings9

5. ეს პრესვიტერიანული ეკლესია, რომელიც მასველჰილში მდებარეობს (ლონდონის გარეუბანი),  განსხვავებული დიზაინის ბარად გადაკეთდა.

upcycled-buildings10 upcycled-buildings11

6. წინათ ამ მღალი კლასის სასტუმროს შენობას, რომელიც ბოსტონში მდებარეობს, ჩარლზის ქუჩის ციხის ფუნქცია ეკავა.

upcycled-buildings12 (1) upcycled-buildings13 (1)

7. ფილადელფიის გარეუბანში ამბლერის საქვაბე ოთახი თანამედროვე ოფისად გადაკეთდა.

upcycled-buildings14 (1) upcycled-buildings15 (1)

8. არქიტექტორი ლაურა კლარკი იმდენად კრეატიული აღმოჩნდა, რომ ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბინძური და დანგრეული საზოგადოებრივი მოხმარების მოსასვენებელი ოთახი – ერთ საძინებლიან ბინად გარდაქმნა.

upcycled-buildings16 upcycled-buildings17

9. კრაუსნიკში (გერმანია) მდებარე საჰაერო ფარდული ულამაზეს ტროპიკულ კუნძულად გადაკეთდა მისი მალაიზიელი მფლობელების ხელში. ის დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდ დახურულ გამწვანებულ ტერიტორიადაა მიჩნეული.

upcycled-buildings18 upcycled-buildings19

 10. ბრაიტვაითის საინჟინრო კომპანიამ ეს ნაგებობა წყლის რეზერვუარის შესანახად ააგო 1923 წელს. შენობა ღრუბლებში ახლა სასტუმროს ტიპის დაწესებულებაა.   

upcycled-buildings20 upcycled-buildings21

 11. ბენკსაიდის ენერგო სადგური ლონდონში შვეიცარიელი არქიტექტორების მიერ ბრიტანეთის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გალერეად გადაკეთდა.

upcycled-buildings23 upcycled-buildings24

12. 1896 წელს ვენელი არქიტექტორების მიერ აგებულ იქნა იმდროისათვის უდიდესი გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მთელ ევროპაში, დასრულებული 4 გაზომეტრით, რომლებიც სპეციალურ საცავებში იყვნენ მოთავსებულნი. დღეისათვის ეს საცავები კეთილმოწყობილ შენობადაა გადაკეთებული, რომლებშიც საცხოვრებელი ბინებია მოწყობილი.

upcycled-buildings25 upcycled-buildings26 upcycled-buildings27

13. ჩიკაგოში არსებობს რაიონი, რომელიც ძველად საკვები პროდუქტების გადამუშავებასა და შეფუთვაზე მორგებული ქარხნებისთვის იყო გამოყოფილი. ბიზნესმენმა  ჯონ ედელმა ერთ-ერთი ასეთი შენობის ტერიტორიაზე პროდუქტების ფერმა გახსნა, რომელთა წარმოებაც მთლიანად ენერგოეფექტური და თვითმყოფადი დანადგარების ხელშეწყობით ხორციელდება.

upcycled-buildings28 upcycled-buildings29

upcycled-buildings30

14. ამსტერდამში მდებარე ძველი წყლის გადამამუშავებელი ქარხანა დღესდღეობით ულამაზეს კაფე-რესტორან “ამსტერდამს” წარმოადგენს.

upcycled-buildings31

upcycled-buildings32

15. მილანში ერთ-ერთი ტანსაცმლის ბრენდული მაღაზია თავისი ფილიალისთვის ეძებდა ფართს. დიზაინერებმა დამკვეთისათვის 1950 წელს აშენებული ძველი კინოთეატრის შენობა იპოვნეს, (Cinema Istria) რომელმაც საბოლოოდ საკმაოდ საინტერესო იერსახე შეიძინა.

.upcycled-buildings34upcycled-buildings33

16. მარცვლეულის სათავსომ (ამბარი) სოფლის (ერთნომრიანი)  სასტუმროს ფუნქცია შეითავსა, რომელის მსგავს დიზაინსაც ვერსად ვერ ნახავთ. 1940 წელს აშენებული ეს ამბარი ათწლეულების განმავლობაში უმოქმედო იყო იდგა, მოგვიანებით კი შიგნით საკმაოდ კომფორტული საცხოვრებელი ბინა მოეწყო.

upcycled-buildings35 (1) upcycled-buildings36 upcycled-buildings37

17. სამხრეთ ლონდონში მიგდგებული ეს ძველი მატარებლის ვაგონი 1960 წელს აშენდა. 2008 წელს კი ის ფერად კაფედ გადააკეთა დიზაინერმა მორაგ მიერკაფმა.

upcycled-buildings38 upcycled-buildings39

18. მეორე მოსფლიო ომის დროინდელი  ბუნკერი დიზაინერმა ელიზაბეტ სატონმა შეიძინა და ის თანამედროვე ბინად მოაწყო თავისთვის. ბინა მეტად კომფორტულია, თუმცა მას ფანჯრები არ გააჩნია.

upcycled-buildings40 upcycled-buildings41

upcycled-buildings42

19. რაფინირებული შაქრის გადამამუშავებელი ქარხანა თავის დროზე პირველი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში აშენდა. მოგვიანებით მის ტერიტორიაზე ფიტნეს კლუბი შეიქმნა, სადაც კლდეზე ცოცვის მოყვარულთათვის სპეციალური კუთხეები მოეწყო.

upcycled-buildings44 upcycled-buildings43

20. ტექსასის შტატის ქალაქ მაკლარენში ვოლმარტის მაღაზიის ყოფილი შენობა საზოგადოებრივ ბიბლიოთეკად გარდაიქმნა.

upcycled-buildings45 upcycled-buildings46

ასე რომ შეხედეთ მიტოვებულ და უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს ახალი თვალით და მიეცით მათ ახალი სიცოცხლე.

წყარო: http://www.viralnova.com/upcycled-buildings/

Leave a Reply