პორტუგალიის პატარა ქალაქი აგუედა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტოგრაფ პატრიცია ალმეიდას წყალობით გახდა. გასულ წელს მან საკუთარ Flickr-ზე ასეულობით ფერადი ქოლგით დაფარული ქალაქის ქუჩების ფოტოები განათავსა.

არტ ინსტალაცია, რომელიც ყოველი წლის ივლისში აგუედაში მიმდინარე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება, პატარა ქალაქს ზღაპრულ ელფერს სძენს. გიჩნდება შეგრძნება, რომ სადღაც აქვე მერი პოპინსი ცხოვრობს.

Leave a Reply