მას შემდეგ, რაც ემა უოთსონის გაეროს კეთილი ნების ელჩად დანიშნვამ ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მსახიობმა დრო გამონახა და თურქეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის სექსისტური განცხადება გააპროტესტა.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულეტ არინქმა, ერთ-ერთი თავისი გამოსვლა თურქეთში მორალური ღირებულებების დაცვას მიუძღვნა და სიტყვის ბოლოს დასძინა, რომ:  “ქალს უნდა ჰქონდეს სიბრძნე და თავშეკავება… იგი არ უნდა იცინოდეს ყველას წინაშე და მისი ქცევა არ უნდა იყოს გამომწვევი. მან უნდა დაიცვას საკუთარი ღირსება.  …სად არიან ჩვენი გოგონები, რომლებიც წითლდებიან და თავს დაბლა ხრიან, როცა ჩვენ მათ თვალებში ვუყურებთ? გოგონები რომლებიც სიბრძნისა და თავშეკავების სიმბოლოს წარმოადგენენ?”

ემა უოთსონი ვიცე-პრემიერის ამ განცხადებას სოციალური ქსელში ფოტოს გამოქვეყნებით გამოეხმაურა, სადაც მსახიობი იცინის.

 

აღსანიშნავია, რომ ვიცე-პრემიერის სექსისტურ განცხადებას არა მხოლოდ ემას, არამედ  თურქი ქალების პროტესტიც მოჰყვა, რომლებმაც საკუთარი პოზიცია სიცილით გამოხატეს. ისინი თვითერზე და სხვა სოციალურ ქსელებზე  აქტიურად ტვირთავენ საკუთარ ფოტოებს, სადაც ისინი თამამად იღიმიან, ჰაშთეგით – #direnkahkaha.

2 Responses

  1. Kate

    და რა ვიცით, რომ პრემიერამდე მიაღწია ამ სურათებმა??? ან ემას სურათმა?

    Reply
    • Mariam Talakhadze

      მგონი ის უფრო მთავარია, ხალხამდე მიაღწიოს. პრემიერიც საზოგადოების პროდუქტია.

      Reply

Leave a Reply