პარიზი, რომი, დუბლინი, ლონდონი, ოქსფორდი, სან ფრანცისკო… თუ გამგზავრებას აპირებთ, ჩაინიშნეთ ამ კაფეების მისამართები. აქ, შესაძლოა, თქვენი საყვარელი მწერლის აჩრდილს გადაეყაროთ.

“ბარ კარუსელში”, რომელიც უძვირფასეს სასტუმრო მონტელეონში მდებარეობდა, ხშირად ჩნდებოდა უილიამ ფოლკნერი.

ტრიუმენ კაპოტე კი ამ სასტუმროში მოევლინა ქვეყანას.

მისამართი: აშშ, ლოს ანჯელესი, ახალი ორლეანი, როიალ სთრითი 214. Carousel Bar.

les_cafes_des_ecrivains_carrousel_62.jpeg_north_560x_white

გახსნის დღიდან (1884 წელს), კაფე “ლე დე მაგო”ს სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი მწერლები და პოეტები, როგორებიც არიან რემბო, ვერლენი, ბრეტონი, სარტრი, ნაბოკოვი…

ამ კაფეს ნახავთ პარიზში. სენ-ჟერმენ-დე-პრეს მოედანი 6. Les Deux Magots

as 

ყველაზე “ბიტ” კაფე, რა თქმა უნდა, სან ფრანცისკოში მდებარეობს. 50-იან წლებში აქ ხშირად ჩნდებოდნენ კერუაკი და გინსბერგი.

მისამართი: აშშ, კალიფორნია, სან ფრანცისკო, კოლუმბის ქუჩა 255, Vesuvio Café, 

les_cafes_des_ecrivains_vesuvio_1748.jpeg_north_560x_white

ჯორჯ ორუელის საყვარელი პაბი The Newman Arms-ი 1730 წლიდან არსებობს. “ცხოველების ფერმის” და “1984”ის ავტორი რეგულარულად სტუმრობდა ამ პაბს.

პაბი ლონდონში მდებარეობს, რეთბონ სთრითი 23.

les_cafes_des_ecrivains_newman_arms_9100.jpeg_north_560x_white

ჰემინგუეის აჩრდილს შესაძლოა ბევრგან შეხვდეთ: პარიზში ჰარის ბარში ან როტონდაში.

მაგრამ არის ადგილი, რომელსაც აუცილებლად ესტუმრებოდა მწერალი – Le Select , მონპარნასის ბულვარი 99. პარიზი.

les_cafes_des_ecrivains_select_3514.jpeg_north_560x_white 

ამ ირლანდიური პაბის ადგილას დიდი ხნის წინ სასურსათო მაღაზია იყო, რომელშიც ახალგაზრდა ოსკარ უაილდი მუშაობდა.

დღეს აქ შესაძლებელია იმავე ბართან დალევა სადაც სვამდნენ ჯოისი და ბეკეტი.

ირლანდია, დუბლინი, უესტლენდი 31-32. Kennedy’s Bar

les_cafes_des_ecrivains_kennedys_3090.jpeg_north_560x_white

” ანტიკო კაფე გრეკო”, ყველაზე ძველი კაფე რომში, 1760 წელს გაიხსნა. ის ბევრჯერ გამხდარა იბსენის, კიტსის და დიკენსის თავშესაფარი.

მერი შელი, ლორდ ბაირონი და პერსი შელი ხშირად იკრიბებოდნენ ამ კაფეში და მუშაობდნენ  ხელნაწერებზე.

იტალია, რომი, კონდოტის ქუჩა, Antico Caffè Greco.

les_cafes_des_ecrivains_greco_4171.jpeg_north_560x_white

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ოქსფორდში, გაიხსნა საუნივერსიტეტო პაბი, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იქცა “ინკლინგების” თავშესაფრად, აქ ხშირად ნახავდით ჯ.რ.რ. ტოლკინს და კლაივ ლუისს.

ბრიტანეთი, ოქსფორდი, ჯილსის ქუჩა 49, The Eagle and Child

les_cafes_des_ecrivains_eagle_and_child_3977.jpeg_north_560x745_white 

წყარო: Vanity Fair France

Leave a Reply