ისეთი სხეული, როგორსაც სარეკლამო ინდუსტრია გვთავაზობს, რეალურად  მხოლოდ ქალების 5%-ს აქვს. ბლოგერმა და აქტივისტმა ჯეს ბარკერმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, როგორ გამოიყურება მსოფლიოში მცხოვრები ქალების 95%-ის სხეული ფილტრების, ეფექტებისა და დამუშავების გარეშე. ჯესმა ფოტოგრაფ ლიორა კასთან თანამშრომლობის  შედეგად 96 ქალი გადაიღო, რათა ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვარსკვლავები, არ აქვთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვის დრო და რესურსი და იდეალური ფორმები, საშუალება ქონდეთ ეკრანებიდან და ბილბორდებიდან თავიანთი მსგავსი ქალების ნახვის. 12

“ესენი ძლიერი, ენერგიული ქალები არიან. ყველა მათგანს განსხვავებული ცხოვრების წესი და ხასიათი აქვს, მაგრამ რაც საერთოა, არის ის, რომ მათ შეძლეს საკუთარი სხეულის მიღება. ეს არასდროს არ არის ადვილი, მაგრამ მათ ეს შეძლეს. ამიტომ ისინი იწვევენ პატივისცემას. საკუთარი ფოტოებით ისინი სამყაროს შეცვლას ცდილობენ: ჩემი, თქვენი, სხვების სამყაროს, წარმოდგენების შეცვლას” – წერს ბარკერი პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე. 

collage vertical cropped

ჯოს ინიციატივა და პროექტი შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ თუ გავისხსენებტ სტატისტიკას, რომლის მიხედვით, ამერიკელების მიერ დიეტოლოგებისთის გადახდილი თანხა წელიწადში 55,4 მილიონ დოლარს შეადგენს, ქალების 97% ყოველდღიურად გამოხატავს უკმაყოფილებას საკუთარი სხეულის მიმართ, 47% თვლის, რომ ზედმეტი წონა მისი პრობლემაა, 69%-ს კი იდეალური პარამეტრების განსაზღვრაში ფერადი ჟურნალებზე განთავსებული ვარსკვლავების ფოტოები ეხმარება, მაშინ ცხადი გახდება, რომ საუბარი და ჩვენება ნამდვილი, შეულამაზებელი სხეულის აუცილებელია მისი მიღებისთვის. აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ ადამიანები სხვადასხვა ფორმისა და წონის სხეულებს ატარებენ და ამაში ტრაგიკული არაფერია.

DSC_1187 DSC_1196 DSC_1217-960x638 DSC_1231 DSC_1336-960x638 PicMonkey Collage7

წყარო: http://www.huffingtonpost.com/

Leave a Reply