მოდელი თმის და ფრჩხილების გარეშე

მოდის სამყარო უცნაური რამეა: ის ჯერ აწესებს სტანდარტებს და მიდგომას, რომ ამ სტანდარტების დაცვა აუცილებელია, შემდეგ კი აჩენს ტიპებს, რომლებიც დამკვიდრებულ სტანდარტებს არღვევენ. ასე მოხდა მელანი გაიდოს შემთხვევაში, რომელსაც  თანდაყოლილი უიშვიათესი გენეტიკური დარღვევა  – ექტოდერმული დისპლაზია აქვს, რაც აფერხებს თმის და ფრჩხილის ზრდას, კანის განვითარებას და ძვლების ფორმირებას. 

ZGOr8LSSJng

მიუხედავად ჯანრთელობის გარეგნულად გამოხატული პრობლემებისა, მელანიმ იდეალური პარამეტრების და გამორჩეული გარეგნობის მიხედვით (მას კურდღლის ტუჩი აქვს),  მალევე შეძლო მსოფლიო აღიარების მოპოვება. გამოჩენის დღიდან დღემდე მისით დაინტერესდა არაერთი  ცნობილი ფოტოგრაფი,  2012 წელს გადაიღეს ჯგუფ Rammstein-ის კლიპში – Mein Herz brennt. მის პოპულარობას ხელი იმანაც შეუწყო, რომ თავად გოგონას მიუხედავად  არატიპიური გარეგნობისა,  არანაირი კომპლექსი არ გააჩნია, თამამად პოზირებს შიშველი კამერების წინ. ის, რასაც სხვები  ნაკლად თვლიან, მან   ღირსებად აქცია.

მიუხედავად პოპულარობისა, ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაცია  საკმაოდ მწირია. ცნობილია მხოლოდ რამდენიმე შტრიხი:

  • მელანი გაიდოს დაიბადა კონეკტიკუტაში, მოღვაწეობა დაიწყო ნიუ იორკში
  • აღიზარდა ხელოვანთა საზოგადოებაში
  • ფოტოგრაფირება დაიწყო 2013 წლის 1 იანვრიდან, იქამდე არავის აძლევდა ფოტოს გადაღების უფლებას
  • უსმენს ჰიპ-ჰოპს და უყვარს ცეკვა
  • გაიდოსი დადიოდა საბალეტო კურსებზე, მაგრამ აკადემიაში ჩაბარებისას მას პრობლემები შეექმნა მისი გარეგნობის გამო
  • უყვარს კითხვა

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply