ინტერნეტის ეპოქაში, რომელმაც ათასობით მოდის კრიტიკოსსა და მოყვარულს მისცა საშუალება საკუთარი ბლოგისა და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობა დაემყარებინათ აუდიტორიასთან, უკვე აღარავის უკვირს ვებ გვერდი, სადაც კომპეტენტურ აზრს წაიკითხავ მოდის ინდუსტრიის შესახებ, მაგრამ კატა ბლოგერი, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ტრენდებში, ამ სამყაროსთვისაც კი საინტერესო სიახლე აღმოჩნდა.

Luna the Fashion Kitty   ჰიმალაური წარმოშობის მექსიკელი  ფისოა, რომლის ბლოგსა და Facebook-ის გვერდს ყოველდღიურად მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.  ლუნა 2008 წლის 14 აპრილს დაიბადა, მოდასთან პირველი შეხება 3 თვის ასაკში ქონდა, თუმცა პოპულარობა მოგვიანებით, 2011 წელს მოიპოვა.

სწორედ ამ დროს დაიწერა მასზე  სტატიები მოდის ბლოგ Racked-ზე და კატების ბლოგ Catsparella-ზე. Racked-მა ლუნას უწინასწარმეტყველა, რომ ის გახდებოდა ყველაზე ცნობილი ფისო ინტერნეტში. მოგვიანებით ლუნა მართლაც გამოიყენეს

“მე არ ვარ უბრალოდ მოდური მრჩეველი, მე კიბერ თერაპევტი  ვარ. ჩემი შხედვის შემდეგ აღარავინაა დასტრესილი და მოწყენილი.” – წერს მოდური ფისო თავის ბლოგზე.

შეგიძლიათ მოინახულოთ ლუნას ბლოგი, მას ძალიან გაახარებს თქვენი ვიზიტი.

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply