ფრანგმა ილუსტრატორმა, მარიონ ფაიოლმა შექმნა ეროტიული სერია, რომელიც უჩვეულო უდარდელობითა და იუმორით ასახავს ადამიანებს შორის ურთიერთობას  და სექსუალური კავშირის სცენებს. რიგ შემთხვევაში სიურეალისტური ხერხებით შესრულებული ირონიული ვიზუალები დეტალებზე აკეთებს აქცენტს და ასე ქმნის ნარატივს, სადაც ადამიანები ხშირად იცვლიან ფორმას და მდგომარეობას, ტრანსფორმირდებიან ცხოველებად, კარგავენ სხეულის ცალკეულ ნაწილებს. შეიძლება ითქვას, ეს არის ზრდასრულის ერთგვარი თამაში, რომელიც სავსეა სიმსუბუქით და იუმორით. 

fayolleillustration

ფრანგი ილუსტრატორი მსუბუქად, მაგრამ მაინც ეხება ურთიერთობებში ცალსახა დომინანტის პრობლემატიკას, თავისუფლების აუცილებლობას და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

ფაიოლის ილუსტრაციების ეს სერია მისი პოპულარულობიდან გამომდინარე უკვე გამოიცა წიგნად. ასევე შესაძლებელია მისი სხვა ნამუშევრებით გაფორმებული ტანსაცმლის შეძენა სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში.fayolleillustration2

 

fayolleillustration3

fayolleillustration7

fayolleillustration9

fayolleillustration10

fayolleillustration13

fayolleillustration14

fayolleillustration15

fayolleillustration17

ფრანგი ილუსტრატორის შემოქმედებით პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მისი ბლოგის საშუალებით.

წყარო: http://beautifuldecay.com/

Leave a Reply